ქალის საათი არა იმდენად ფუნქციონალური ნივთია, რამდენადაც დეკორატიული და ხაზს უსვამს მფლობელის ინდივიდუალურ სტილს. ხელის საათი საქმიანი ქალის აუცილებელი ელემენტია.
ქალის საათი უკვე კარგა ხანია აღარ არის ტყავისქამრიანი უბრალო ციფერბლატი. პირველი ქალის საათი გაყიდვაში მე-19 საუკუნის შუა წლებში გამოჩნდა, რომელიც დამზადებული იყო ძვირფასი მეტალებისა და ქვებისაგან. მათზე ხელი მიუწვდებოდათ მხოლოდ მაღალი საზოგადოების წარმომადგენლებს.
დღეს საათების უამრავი ბრენდი არსებობს. მათგან ყველაზე ცნობილი ბრენდებია:
Cartier _ მის პროდუქციაში ყოველთვის გლამურული საათები არაა, მაგრამ გამორჩეულია ხარისხითა და უნივერსალობით. ციფერბლატი ძირითადად სწორკუთხოვანი და მსუბუქად გამოწეულია, აქვს მრგვალ ციფერბლატიანი მოდელებიც ფოტოპრინტებით. ამ ფირმის საათების კოპიების საშუალო ფასი ინტერნეტმაღაზიებში 200-დან 500 ლარამდეა.
Chopard _ ეს ბრენდი შეიძლება ჩაითვალოს კარგი გემოვნების სინონიმად. მრგვალი ფორმის საათების დიზაინისთვის იყენებენ ოქროსა და საფირონს. მოდელები უფრო ნათელი ფერისაა _ წითელი, ვადისფერი, ლურჯი, მწვანე და ა.შ. ამ ბრენდის საათების როგორც ორიგინალი, ასევე პატენტები მინიმუმ 10 ათასი დოლარი ღირს.
Rolex _ ეს ბრიტანული ფირმა ერთ-ერთი ლიდერია ქალის საათების მწარმოებლებს შორის და მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს ანებივრებს 18-კარატიანი ყვითელი, თეთრი და ვარდისფერი ოქროს კორპუსიანი საათებით. ამ ფირმის საათების პატენტების ღირებულება საშუალოდ 200-600 ლარია.
Rado _ ამ შვეიცარიულ ფირმას მისი სრულიად განუმეორებელი დიზაინერული ხელწერა აქვს, რაც მას განსაკუთრებული მწარმოებლის რეპუტაციას სძენს. მისი საათების სილამაზე წლებთან ერთად ნამდვილად არ უფასურდება, პირიქით, მყარდება უამრავი პატენტით. პატენტების ფასი 200-დან 600 ლარამდეა.
Louis Vuitton _ ამ შვეიცარიული ფირმის საათების ორიგინალის ყიდვა ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგან შეზღუდული რაოდენობით უშვებს თავის კოლექციებს. თუმცა, პატენტებს ძირითადად იაპონური მექანიზმით ამზადებენ და საკმაოდ ხარისხიანია. ძვირფასი მეტალებისგან დამზადებული პატენტების ღირებულება 600 ლარიდან იწყება.
ბათუმში ძვირფასი ბრენდების მხოლოდ ერთი მაღაზია _ Albatros De Luxe -ია (იგივე Albatros Presents -ი). აქ შვეიცარიული ბრენდების შეძენაა შესაძლებელი. ზემოთ ჩამოთვლილი ბრენდებიდან ბათუმის ფილიალში მხოლოდ Chopard -ის საათები აქვთ, თუმცა, აქვთ სხვა ცნობილი ბრენდები: Omega, Frederique Constant, Louis Erard და სხვა. Albatros De Luxe -ში ქალის მაჯის საათების ფასი სამასი ლარიდან იწყება.
დავით აბულაძე, მაღაზიის მენეჯერი: “საათს დიდი ისტორია აქვს და აქტუალურია ყოველთვის, გამოხატავს ადამიანის ხასიათს, მისწრაფებებს… ჩვენთან ნებისმიერი გემოვნების საათის შეძენაა შესაძლებელი, სხვადასხვა ფორმის, დიზაინის, ფერის, ტყავის ან ფოლადის სამაჯურით… ყველა ბრენდს ჰყავს თავისი მომხმარებელი, მაგრამ ძირითადად იმას ყიდულობენ, რაც შედარებით იაფია. კარგად იციან და ერკვევიან ბრენდებში, მაგრამ ხშირად ფინანსური მდგომარეობა ამის საშუალებას არ აძლევთ”.
0 коммент.:
Отправить комментарий