ჩანთა - მნიშვნელოვანი აქსესუარი

ჩანთა ქალისთვის მნიშვნელოვანი აქსესუარია, ამიტომ მისი შერჩევა განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს, რადგან როგორც კარგად შერჩეულ ჩანთას შეუძლია გამოიწვიოს გარშემომყოფთა სიმპათიები, ასევე, ცუდად შერჩეული შეიძლება ანტიპათიის მიზეზი გახდეს.

ჩანთის შერჩევის წესები სხვადასხვა საიტზე მოვიძიე, შევკრიბე და მინდა გაგიზიაროთ.

ამ აქსესურის შეძენამდე გადაწყვიტეთ, როგორი ჩანთა გჭირდებათ: სპორტული _ დიდი, სწორკუთხოვანი, გრძელი, სქელ ქამარზე, ბევრი ჯიბითასეთი ჩანთები უნდა ატაროთ მხოლოდ სპორტულ სამოსთან ან ჯინსებთან; პლაჟის ჩანთა _ დიდი ზომის, ტევადი, ხშირად ნათელი ფერის და ზღვის სიმბოლიკებით გაფორმებული. მას ატარებენ ზღვაზე მსუბუქ სამოსთან და საზღვაო ფეხსაცმელთან ერთად; საღამოს ჩანთა _ მცირე ზომის ჩანთა სახელურების გარეშე, ყველაზე კარგად იგი საღამოს სამოსს შეეფერება.

ჩანთის შეძენისას დაფიქრდით შეესაბამება თუ არა იგი თქვენს სამოსსა და ფეხსაცმელს, წელიწადის რომელ დროს შეძლებთ მის ტარებას. ყურადღება მიაქციეთ ჩანთის შესაკრავებს, ღილებს და .. ყველა გაფორმება ერთი სტილის უნდა იყოს და შეესაბამებოდეს თქვენი სამოსის საერთო სტილს. სასურველია არ შეიძინოთ ჩანთები ბრენდის დიდი ლოგოთი ან სახელწოდებით, მიუხედავად იმისა, ორიგინალია იგი თუ პატენტი. ასევე, ნუ გამოეკიდებით ორიგინალური ფორმის ჩანთებს, მაგალითად, გიტარის ან მანქანის ფორმის, გარშემომყოფთა თვალში ვულგარულად რომ არ გამოჩნდეს.

რაც შეეხება ფერთა შეხამებას, ნათელი ფერის ჩანთის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ სამოსის ფერი ფერთა პალიტრის საწინააღმდეგო უნდა იყოს. იმისათვის, რომ ხაზი გავუსვათ ჩანთის სილამაზეს, შეიძლება იგი შევუხამოთ ნეიტრალურ ფერებს ან ნახატებს. შეეცადეთ, სამოსისა და ჩანთის ფერი განსხვავდებოდეს. დაიმახსოვრეთ, რომ ნახატებიანი ჩანთა არ მოუხდება ნახატებიან ქსოვილს.

დიდი ზომის ჩანთები საუკეთესო ვარიანტია თავისუფალი სტილისა და ყოველდღური სამოსისათვის. თუმცა, ზოგჯერ მისი ტარება შეიძლება უადგილო იყოს. ასეთი აქსესუარი, რომელიც სავსეა სხვადასხვა ქალური ნივთებით, შეიძლება მიუთითებდეს მფლობელის ქაოსურ და არაორგანიზებულ ცხოვრებაზე.

საქმიანი ქალებისთვის იდეალურია ჩანთა-პორტფელები. ვერცხლისფერი ან ოქროსფერი ჩანთა კი ოპტიმალურია ქორწილებსა და სხვა დღესასწაულებზე. შოპინგისთვის პრაქტიკულია დიდი მოცულობის ჩანთები.

რაც შეეხება ჩანთებს ყოველდღიური მოხმარებისთვის, თუ სამსახურში ელეგანტურად გაცვიათ, გჭირდებათ ასეთივე ელეგანტური ჩანთა, ზედმეტი დეკორის გარეშე. იმ შემთხვევაში კი, თუ თქვენ უფრო მსუბუქად იცმევთ, თქვენი ჩანთა შეიძლება იყოს ასეთივე მსუბუქი და ქალური. თუ პაემანზე ან შოპინგზე მიდიხართ, შეგიძლიათ ატაროთ ნებისმიერი სახის ჩანთა, მთავარია, იგი შეესაბამებოდეს სამოსისა და ფეხსაცმლის საერთო სტილს.

0 коммент.:

Отправить комментарий