მამაკაცი და ვარცხნილობა

მოვლილი თმა და ვარცხნილობა მამაკაცის წარმატების მნიშვნელოვანი ფაქტორია. ვარცხნილობის შერჩევისას გასათვალისწინებელია თმის ფორმა, მოცულობა და ფერი. მაგალითად, თუ ხშირი და ტეხილი თმა გაქვთ, შეგიძლიათ მხრებამდე გაიზარდოთ. სწორ და თხელ თმას კლასიკური ვარცხნილობები უხდება, კერძოდ, გვერდებზე, ზემოთ და უკან რამდენიმე საფეხურად აჭრილი, ხოლო შუბლზე _ მოკლედ ჩამოშლილი. რაც შეეხება ხვეულ თმას, საუკეთესო ვარიანტია მოკლედ შეჭრა. გახსოვდეთ, რომ გრძელი, ხვეული თმა, საქმიან იმიჯთან შეუთავსებელია, ასეთი ვარცხნილობა ხელოვან ადამიანებს და თინეიჯერებს უხდებათ.

იმ ადამიანებისთვის კი, ვისაც თმის ცვენა აწუხებს, ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია თმის გადაპარსვა, ეს მოხერხებულიცაა და მამაკაცურიც.

თმის ფორმის მიუხედავად, დღეს ბევრი მამაკაცი, განსაკუთრებთ კი თინეიჯერები, უპირატესობას მოგრძო თმას ანიჭებს. როგორც სილამაზის სალონexcluzive”-ის სტილისტმა, მირზა ლამპარაძემ გვითხრა, გრძელ თმას უფრო მეტი ყურადღება და მოვლა სჭირდება: “აუცილებელია ხშირად დავარცხნა და სპეციალური შამპუნების გამოყენება. ხშირად ასეთი ვარცხნილობა თმის ცვენასაც იწვევს”.

რაც შეეხება გრძელ და უკან შეკრულ თმებს, სტილისტი ამბობს, რომ ეს ვარცხნილობა უკვე აღარაა მოდაში.

24 წლის ბაქარ ძნელაძე დიდი ხნის განმავლობაში გრძელ თმას ატარებდა, თუმცა რამდენმე წლის წინ მოკლედ შეიჭრა. როგორც ბაქარი ამბობს: “გრძელი თმის ტარება საშინელებაა და არანაირ მოდას არ ექვემდებარება”. ბაქარი თინეჯერებს ურჩევს, ჰქონდეთ საკუთარი გემოვნება და მხოლოდ მოდის გამო თმას ნუ გაიზრდიან.

0 коммент.:

Отправить комментарий