შლიაპა

საზაფხულო გარდერობში გარდა მაისურებისა, შორტებისა და სარაფნებისა, აუცილებლად უნდა იყოს საზაფხულო ქუდიც. სხვადასხვაგვარ კეპებსა და პანამებთან ერთად მოდის მიმდევარი ქალბატონებისთვის ყოველთვის აქტუალური იყო შლიაპები _ ჩალის, ქსოვილის, ნაქსოვი, ვიწრო თუ ფართოფარფლიანი.

ბევრ ცნობილ ადამიანს უყვარს შლიაპით პოზირება, მიუხედავად იმისა, რომ შლიაპა ყველას არ უხდება, რასაც ჟურნალი style- მოწმობს. თუმცასტილური წესებიშლიაპებისთვის არ არსებობსმისი ტარება ყველას შეუძლია. უბრალოდ, საჭიროა ერთი მთავარი პირობის დაცვაშლიაპა უნდა იყოს სახისა და სიმაღლის პროპორციული და უნდა შეესაბამებოდეს სამოსს. მაგალითად, არ ღირს ატაროთ პატარა შლიაპა, თუ მიიჩნევთ, რომ დიდი თავი გაქვთ, ან მაღალი შლიაპა, თუ წინ წამოწეული სახე გაქვთ, ასევე არ არის მიზანშეწონილი დაბალტანიანი ქალბატონებისთვის ფართეფარფლიანი შლიაპების ტარება.

მოდის მიმდევრები შლიაპებს ხშირად დამრეცად, გვერდზე დახრილს ატარებენ, სინამდვილეში კი ეს სწორი მეთოდია შლიაპების შესანახად, მაგრამ არა მის სატარებლად.

ამბობენ, რომ შლიაპის ტარებისთვის დიდი სითამამეა საჭირო და სწორედ ამიტომ მიიჩნევა, რომ შლიაპა ადამიანის სწორედ ამ თვისებას უსვამს ხაზს.

0 коммент.:

Отправить комментарий