ქალისთვის წარბის ფორმას დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორც ცნობილია, წარბი გავლენას ახდენს სახის გამომეტყველებაზე. ამიტომ, სწორად უნდა შევარჩიოთ წარბის ფორმა.
წარბის სწორი ფორმის შესარჩევად რამდენიმე ცნობილი ვიზაჟისტის რჩევებს გთავაზობთ.
წარბისთვის სწორი სიგრძის მისაცემად აიღეთ ფანქარი და დაიდეთ ცხვირის დაბოლოებაზე, თვალის კუთხის მიმართულებით. წარბი უნდა მთავრდებოდეს იქ, სადაც ფანქარი გადაკვეთს წარბის ზონას.
წარბის ფორმის ყველაზე გავრცელებული ”მინუსები”, რომლებიც მაშინვე თვალში გვხვდება, სწორი წარბი და არასწორი სისქეა, როცა წარბები შუა ნაწილში სქელია, ბოლოში კი _ ძალიან წვრილი, ძნელად შესამჩნევი. სწორი ფორმა კი ასეთია: წარბის ყველაზე სქელი ნაწილი თვალის შიდა კუთხესთანაა; აპრეხის ზედა წერტილიდან წარბები თანდათან წვრილდება. წარბებისთვის იდეალური ფორმის მისაცემად ორიენტირისთვის წარბსქვემოთ მდებარე ძვალი გამოდგება.
წარბების ლამაზი ფორმის შერჩევისას სახის ფორმასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. მრგვალი სახისთვის ყველაზე შესაფერისი წარბის ფორმაა _ გატეხილი, აზიდული პატარა კუთხით. თუმცა წარბის ”გატეხილობა” არ უნდა იყოს ძალიან მახვილი _ ის ხაზს გაუსვამს თქვენი სახის სიმრგვალეს. არ გაიკეთოთ მრგვალი წარბები, რომელიც თქვენი სახის კონტურებს გაიმეორებს.
თუ თქვენ ოვალური ფორმის სახე გაქვთ, ყველაზე მეტად პირდაპირი და ჰორიზონტალური წარბის ფორმა მოგიხდებათ. შეიძლება ოდნავ მომრგვალებული. სამკუთხედი ფორმის სახისთვის სტილისტები გვირჩევენ მსუბუქად წამოწეული წარბის ფორმას, საშუალო სიგრძის. ამ ფორმის სახისთვის პირდაპირი წარბები არ არის რეკომენდებული. კვადრატული ფორმის სახისთვის სხვა ფორმებზე მეტად უკეთესია მაღლა აწეული აპრეხილი წარბები. ასეთი ფორმის სახის მქონე მანდილოსნებს არ მოუხდებათ წვრილი წარბები.
წარბის ფორმას კორექცია სახის მიხედვით რომ გავუკეთოთ, წარბის ქვედა ზოლიდან ფრთხილად უნდა მოვიშოროთ თმები. ზედა ზოლის ”გაფუჭებას” სპეციალისტები არ გვირჩევენ: ზემოთა თმების ფოლიკულები უფრო სქელი და აქტიურია, მათში ბევრი ფერია, ამიტომ თმის მოშორების შემთხვევაში ისინი საკმაოდ კარგად ჩანს, რაც არც ისე ესთეთიკურად გამოიყურება.
საერთოდ კი, თქვენთვის იდეალური წარბის ფორმაა ბუნებრივი ხაზი. თუ თქვენ ბუნებრივად სქელი წარბები გაქვთ, მეტისმეტად დაწვრილებული წარბები ნამდვილად არ მოგიხდებათ. თუ ბუნებამ თხელი წარბები გიბოძათ, ნუ ეცდებით მათ გასქელებას.
დიდი მნიშვნელობა აქვს წარბების პროპორციულ ფორმას. დარწმუნდით, რომ წარბები ერთნაირია. ხაზი, რომელიც პირობითად აერთებს წარბის საწყის და ბოლო წერტილებს, უნდა იყოს ჰორიზონტალური. თუ ეს ხაზი ზედმეტად დიაგონალურია, ე.ი. ზედმეტად ბევრი თმის მოშორება მოგივიდათ.
როგორც სტილისტები ამბობენ, იდეალური წარბები დასაწყისიდან არკამდე პირდაპირი ფორმისაა, არკიდან ბოლომდე კი _ მსუბუქად წამოწეული. ასევე გაითვალისწინეთ, რომ წარბის იდეალური ფორმის შესაქმნელად მნიშვნელოვანია წარბებს შორის მანძილიც, რომელიც არ უნდა იყოს ორ თითზე წვრილი, ოდნავ წვრილი შეიძლება მისთვის, ვისაც თვალები შედარებით ახლოს აქვს ერთმანეთთან.
თუკი წარბის ამოღებისას მწვავე ტკივილს გრძნობთ, უკეთესია ეს საქმე სპეციალისტებს მიანდოთ. ისე კი, იმისთვის, რომ ტკივილი არ იგრძნოთ, თმა უნდა ამოიღოთ მისი ზრდის მიმართულებით. საქმე იმაშია, რომ ტკივილს იწვევს კანის და არა თმის გაღიზიანება. თუ კანს არ შეეხებით, არასასიამოვნო შეგრძნებები მინიმუმამდე შეიძლება დაიყვანოთ.
0 коммент.:
Отправить комментарий