მიჩნეულია, რომ ქალის სილამაზის ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი `ატრიბუტი~ გრძელი ფეხებია. სამწუხაროდ, ყველა ვერ დაიკვეხნის ამით. თუმცა, სწორად შერჩეული გარდერობისა და სხვადასხვა ხერხის გამოყენებით, შესაძლებელია ფეხების ვიზუალურად, ცოტათი მაინც, დაგრძელება.
ასეთი ეფექტის მისაღებად მოგიწევთ საკუთარი თავისადმი რაღაცების აკრძალვა, მაგალითად, მოერიდეთ კომპლექტების ტარებას, რომლებიც ფერების გადასვლით ან აქსესუარებით `ჭრიან~ ფიგურას შეუფერებელ და წამგებიან ადგილას; ასევე, არასასურველია ტარება თეძოებზე დადებული ქამრის ან ჯინსების დაბალი წელით. მათი წყალობით ფეხები ვიზუალურად მოკლდება, როგორი გრძელიც არ უნდა იყოს.
დღეს საკმაოდ მოდური ოდნავ მოკლე შარვლებიც ვიზუალურად აპატარავებს ფეხებს, ასეთივე ეფექტი აქვს ქვედაბოლოებს, რომელთა სიგრძეც კოჭზე ოდნავ ზემოთაა. სავსე ტანის შემთხვევაში შეგიძლიათ ატაროთ ტრაპეციის ფორმის ქვედაბოლო. თუ მოხდენილი ფიგურა გაქვთ, საუკეთესო გამოსავალია ე.წ. “ბუტილკა” ქვედაბოლო მაღალი წელით და მუხლამდე სიგრძით.
სილუეტისა და ფეხების ვიზუალურად დაგრძელების საუკეთესო გზა მუხლს ზემოთ სიგრძის სამოსის ტარებაა. კაბებისა და ქვედაბოლოების სიგრძის მუხლს ქვემოთ დაწევა არასასურველია, მით უმეტეს, თუ მოხდენილი ფიგურა გაქვთ. თუ თქვენი აღნაგობა არ გაძლევთ მინიქვედაბოლოების ტარების საშუალებას, ჩაიცვით გრძელი კაბები და ქვედაბოლოები, ისინი დღესაც საკმაოდ მოდურია.
რაც შეეხება ზედატანის ჩაცმულობას, უკეთესია არ ჩაიცვათ “გაბერილი”, ფართო “ბლუზკები” და ფართოსახელოინი სამოსი. თუ ზედმეტი კილოგრამების დაფარვაა საჭირო, უპირატესობა მიანიჭეთ კაბებს მაღალი წელით, ოღონდ ამასთან აუცილებლად ატარეთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ყოველთვის ეფექტურია. მაგრამ თუ `შპილკები” არ არის თქვენთვის ყოველდღიური ფეხსაცმელი და მასში თავს კომფორტულად არ გრძნობთ, შესანიშნავი ალტერნატივაა ე.წ. “პლატფორმები”.
მოკლე ფეხებისთვის არასასურველია ფეხსაცმლის ტარება კოჭზე შემოხვეული ქამრით, თასმით ან ლენტით. მიუღებელია ასევე ქვედაბოლოსთან დახურული ფეხსაცმლის ტარება.
ასევე დაიმახსოვრეთ პატარა ეშმაკობები: ატარეთ შავი “კოლგოტები”, რომლებიც ეხამება ფეხსაცმელს, თხელი, ვერტიკალურზოლებიანი შარვალი და ნურც მოკლე და მაღალწელიანი შარვალსა თუ ქვედაბოლოს დაივიწყებთ.
0 коммент.:
Отправить комментарий