მამაკაცების უმრავლესობისთვის ჰალსტუხის სწორად გამონასკვა დიდი პრობლემაა. ჰალსტუხის ნასკვის გაკეთება ასევე უჭირთ ქალბატონებსაც, რომლებიც სამსახურში აცილებენ საყვარელ მამაკაცებს. აუცილებელი არაა, იცოდეთ ყველა სახის ნასკვის სწორად გაკეთება, მაგრამ აუცილებელია ფლობდეთ სწორად გამონასკვის რამდენიმე მეთოდს.
four in hand _ ყველაზე უბრალო და ადვილი ნასკვი მათთვის, ვინც ახლა სწავლობს ჰალსტუხის გაკეთებას. უხდება ყველა სახის პერანგის საყელოს. ოღონდ ნასკვი არ უნდა დაიფაროს საყელოს კუთხეებით.
Cristensen _ ეს ნასკვი ყველაზე მეტად თხელი ქსოვილის ჰალსტუხებს უხდება და იყენებენ მაღალსაყელოიან პერანგებთან.
მცირე ნასკვი _ ეს არის პატარა ნასკვი, რომელიც თხელ ქსოვილებს (მაგალითად აბრეშუმი) უხდება და მარტივი გასაკეთებელია.
ე.წ. ”ვინძორი” _ ეს ერთ-ერთი ყველაზე ”პოპულარული” ნასკვია და საკმაოდ რთული გასაკეთებელია. ნასკვის ზომის რეგულირება შეიძლება ჰალსტუხის ბოლოების ცვლილებით. ნებისმიერ შემთხვევაში ის საკმაოდ ფართო გამოდის, ამიტომ ხშირად გადაკეცილ, გამოტრიალებულ საყელოებზე იკეთებენ, მაგალითად, იტალიურ პერანგებზე.
”ნახევრადვინძორი” _ ეს უფრო ნაკლებ მოცულობითი ნასკვია, ვიდრე კლასიკური “ვინძორი”. ის უხდება ჰალსტუხებს თხელი ქსოვილისგან, ჰარმონიულად ეწყობა ღია საყელოებს.
ნასკვი ”პრინც ალბერტისეული” _ კომპაქტური ნასკვია, რომელიც იდეალურია გრძელ საყელოებთან. გამოგადგებათ წვრილ, ვიწრო ჰალსტუხებთანაც. ამ ნასკვისთვის შეარჩიეთ რბილი ქსოვილის ჰალსტუხები.
წვრილი ჰალსტუხი _ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ისევ დაბრუნდა მოდაში და რეტრო სტილის ეტალონად მიიჩნევა. კლასიკურ ვიწრო ჰალსტუხს აქვს სტანდარტული ზომა _ სიგანეში არაუმეტეს 5 სანტიმეტრისა და სიგრძეში არაუმეტეს 58 სანტიმეტრისა. ყველაზე მოდურია შავი წვრილი ჰალსტუხები, რომლებიც ახალგაზრდა და მაღალ, სტილურ მამაკაცებს უხდებათ. ასეთი ჰალსტუხისთვის საუკეთესო ნასკვებია: four in hand, ნახევრადვინძორი და აღმოსავლური ნასკვი, რომელსაც იშვიათად მიმართავენ, მაგრამ შესანიშნავია სქელი აბრეშუმის ან ბეწვიანი ქსოვილის ჰალსტუხებისთვის.
გარდა ზემოჩამოთვლილისა, ჰალსტუხის ნასკვის სხვა უამრავი მეთოდი არსებობს, მთავარია გახსოვდეთ ძირითადი წესები: რთული ნასკვები თხელ ქსოვილებს უხდება, მსხვილი კი _ ფართოდ განლაგებულ საყელოებს. ჩაატარეთ ექსპერიმენტი, შეარჩიეთ ის, რომელიც ზუსტად თქვენ მოგიხდებათ. იქნებ საკუთარი მეთოდიც შექმნათ. წარმატებებს გისურვებთ!
0 коммент.:
Отправить комментарий