გიორგი ჩადუნელი, სტუდენტი, 19 წლის: “ინტერნეტის ხშირი მომხმარებელი ვარ. ხშირად ვიყენებ skype -ს, facebook -ს, Hi5, და messenger -ს, შესაბამისად მიწევს ხალხთან კონტაქტი, გაცნობა.
ვირტუალური მეგობრის შეძენის მომხრე ვარ. ინტერნეტი ხელს უწობს ახალ ნაცნობობას, შეიძლება დაიმეგობრო უცხოელი ან ქართველი. მე პირადად ვირტუალური მეგობარი ბევრი მყავს. ზოგს 4-5 წელია ვიცნობ და დღემდე არ მინახავს რეალურ ცხოვრებაში, მაგრამ მივიჩნევ, რომ ჩვენ კარგი მეგობრები ვართ.
რაც შეეხება სასიყვარულო ურთიერთობების ვირტუალურად დაწყებას, ჩემთვის პირადად ცოტა ალოგიკურია, გაიცნო და შეიყვარო ვირტუალურად, ცოტა აზრს მოკლებულია, იმიტომ, რომ ჯობია პარტნიორი რეალურად შეაფასო და შემდეგ შესაბამისად მოიქცე. ასე სიყვარული უფრო მყარი იქნება. შეიძლება ვირტუალურ სამყაროში გაცნობილი გოგო ან ბიჭი მოგეწონოს, რეალურ ცხოვრებაში კი გაიცნო და შეგიყვარდეს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს თავიდან სიმპათიაც თან სდევს.
საერთოდ კი, ეს ყველაფერი თვითონ ინდივიდზეა დამოკიდებული, როგორც იტყვიან “კაცია და ბუნებაო”.
"ცოტა ალოგიკურია შეიყვარო ვირტუალურად..."
04:15
khatia.Lifestyle
0 коммент.:
Отправить комментарий