არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის რაც მოდაშია, ყველას არ შეიძლება მოუხდეს. ვარცხნილობის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ თმის ბუნებრივი მოყვანილობა და ფერი, რადგან მიჩნეულია, რომ რაც უფრო ბუნებრივია ვარცხნილობა, მით უფრო მომხიბვლელია პიროვნება.
ადამიანის თმაზე აღიბეჭდება ასაკი, განცდები და დაღლა. გარდა ამისა, თმაზე ადამიანები ხელოვნურადაც ზემოქმედებენ, მაგალითად: ფენით, თმის უთოთი, ქიმიური დახვევით, შეღებვით და ა.შ. ამგვარი ზეგავლენა აშრობს და ფიტავს თმის ღერს, ხშირად კი თმის ცვენასაც იწვევს.
როგორც სილამაზის სალონ “new style”_ ში გვითხრეს, მოდაშია თმის დასწორება, რაც არც თუ ისე სახარბიელოა თმისთვის. თუმცა, თუ ამ საქმეს გამოცდილ სტილისტს მივანდობთ, საქმე გაცილებით უკეთესად იქნება. სტილისტი _ ნინო დუმბაძე გირჩევთ, რომ არ გამოიყენოთ თმის უთო, რადგან იგი წვავს თმას. რაც შეეხება ფენს, სასურველია გამოყენებისას თმასთან ახლოს არ მიიტანოთ. თმის გასასწორებლად საჭიროა ფენი სამი ფუნქციით: მაღალი ტემპერატურით _ წინასწარ შესაშრობად, საშუალო ტემპერატურით _ გასასწორებლად, ცივი ჰაერით _ დავარცხნილი თმის გასაგრილებლად.
თმაზე ხელოვნურად უძველესი დროიდანვე ზემოქმედებდნენ, მაგრამ დღეს მეტი საშუალება არსებობს იმისთვის, რომ მიუხედავად ყველაფრისა, თმა ბუნებრივად და ჯანსაღად გამოიყურებოდეს. თმის მოსავლელად არსებობს სპეციალური შამპუნები, რომლებიც თმას არბილებს და მას უფრო მორჩილს ხდის. მათი გამოყენების შემდეგ თმა ადვილად სწორდება და შესაბამისად, ნაკლებად იწვება. არის ასევე თმის დამცავი და აღმდგენი საშუალებებიც, თუმცა სასურველია ისინი სტილისტმა შეგირჩიოთ. გარდა ამისა, აფთიაქებში შეგიძლიათ შეიძინოთ თმის გამაჯანსაღებელი საშუალებები, რომლებსაც დასწორების შემდეგ თუ წაისვამთ, დასწორებისგან მიყენებული ზიანი შედარებით შემცირდება.
რაც შეეხება თმის მოვლის ხალხურ მეთოდებს, ყველაზე გავრცელებულია კვერცხის გულით მკურნალობა: მშრალ თმაზე წაისვით კვერცხის გული, გაიჩერეთ 30 წუთის განმავლობაში და შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ. ალბათ, ხშირად გსმენიათ გამოთქმა, მაისის წვიმა თმისთვის კარგიაო. ეს არც ისე უსაფუძვლოა, წვიმისა და მდინარის წყალი მართლაც აჯანსაღებს თმას.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის რაც მოდაშია, ყველას არ შეიძლება მოუხდეს. ვარცხნილობის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ თმის ბუნებრივი მოყვანილობა და ფერი, რადგან მიჩნეულია, რომ რაც უფრო ბუნებრივია ვარცხნილობა, მით უფრო მომხიბვლელია პიროვნება.
0 коммент.:
Отправить комментарий