ორიგინალური მაისური

მაისური ორიგინალური წარწერით თუ ნახატით წელს განსაკუთრებით მოდურია, თუმცა ხშირად არ გვაკმაყოფილებს სტანდარტული წარწერა _ I Love Georgia (ან სხვა ნებისმიერი ქვეყანა) და გვინდა რამე განსაკუთრებული, რაც სხვებისგან გამოგვარჩევს.

მაისური სამოსის უნივერსალური და ყოველდღიური სახეობაა, ნახატით ან წარწერით კი იგი იძენს ინდივიდუალობას. ასეთი მაისურით საკუთარი თავის გამოხატვა მარტივია _ საკმარისია, სწორად შეარჩიოთ შესაბამისი წარწერა ან ნახატი, რათა მაისურიალაპარაკდეს”.

მიუხედავად იმისა, რომ ნახატებიანი მაისური მოდის შედევრი არაა, მაინც არ შეიძლება ითქვას, რომ უგემოვნო და არასტილურია. მაისური მოდური რომ გახადოთ, არც ისე რთულია. ამისათვის საკმარისია იცოდეთ კომბინაციის რამდენიმეკანონი”.

დღეს არსებული ტექნოლოგიებით შესაძლებელია დაახატვინოთ თქვენთვის სასურველი ნახატი. ამ მომსახურებას ბათუმის რამდენიმე საკანცელარიო მაღაზიაში გაგიწევენ. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ქსოვილის საღებავები და თუ ხატვა გეხერხებათ, მაისურის მოხატვას თავადაც შეძლებთ.

მაისურის მოხატვისას ყურადღება უნდა მიაქციოთ ფერთა ბალანსს, ნახატის ფონსა და საერთო სტილს. მოსახატავად კარგი იქნება თეთრ ან შავი ფერის მაისურს თუ შეარჩევთ _ თეთრი შესანიშნავი ფონია თითქმის ყველა სახის ნახატისთვის, შავი კი ყველა ფერის მაისურზე კარგადჯდება”.

დღეს მოდაშია რუხი ფერი, რომელიც თეთრსა და შავზე არანაკლებ პრაქტიკულია. მას ნახატის ფონის სახით კარგად ეხამება შავი, თეთრი, ვარდისფერი, ოქროსფერი და ვერცხლისფერი. ნათელი ფერის მაისურზე მისაღებია ლაკონური ნახატი ერთ ფერში.

ნახატიანი მაისური უხდება თითქმის ყველა სტილის ჯინსს _ კლასიკურს, დაშვებულს ანდა დახეულს, რომელსაც კედებთან ან .. “ბალეტკებთანერთად ატარებთ. მას შემდეგ, რაც აცივდება, შეგიძლიათ მოიცვათ ერთი ტონალობისჟაკეტი” ან ნაქსოვი ღრმად ამოჭრილი სვიტერი, რომელშიც ნახატი არ დაიფარება.

0 коммент.:

Отправить комментарий