პამპერსი და ბავშვის ჯანმრთელობა

ფაქტია, რომ თანამედროვე მშობლებისთვის უფრო ადვილია ბავშვების მოვლა, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. თუ ადრე დედები რთულ გზებს მიმართავდნენ ბავშვის ჰიგიენის დასაცავად, დღეს ეს უფრო გამარტივდა სხვადასხვაგვარი საშუალებების, განსაკუთრებით კი პამპერსის დახმარებით.

თუმცა ხშირად ბავშვებს კანი უღიზიანდებათ და მშობლები ყველაფერს სწორედ პამპერსს აბრალებენ. მართლა ასე ეს თუ არა? შეუძლია თუ არა პამპერსს სერიოზული დაავადებების გამოწვევა? როგორც საოჯახო მედიცინის რეგიონალური ცენტრის ერთ-ერთი პედიატრი, ნატალია ზოიძე ამბობს, “პამპერსი კანის გაღიზიანების მიზეზი ძალიან იშვითად ხდება. ძირითადად კანის გაღიზიანებას არასწორი ჰიგიენა იწვევს. ბავშვს ყოველ სამ საათში აუცილებლად უნდა გამოვუცვალოთ პამპერსი, მიუხედავად იმისა, დასვრილია თუ არა იგი. გამოცვლისას კი კარგად უნდა დავბანოთ. თუ ყველა გამოცვლისას დაბანას ვერ ვახერხებთ, საერთო ჯამში დღეში სამჯერ მაინც უნდა დავბანოთ. ჰიგიენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არასწორი ჰიგიენის შედეგად შეიძლება ჩამოყალიბდეს პათოლოგიური ფლორა.”

კანზე სიწითლისა და გამონაყარის შემთხვევაში ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ტალკი, რომლის გამოყენება სახლის პირობებშიც შეიძლება, ექიმთან ვიზიტის გარეშე. ასევე, აფთიაქებში იყიდება სხვადასხვა სახის მალამოები და გამონაყარის საწინააღმდეგო სპეციალური კრემები, თავისუფლად შეგიძლიათ მათი გამოყენებაც _ “თუ რამდენიმე დღეში სიწითლე არ გაქრა, მიმართეთ ექიმს, რადგან ეს შეიძლება იყოს ალერგიული გამონაყარი, რაც გამოკვლევას და მკურნალობას საჭიროებს.”

რაც შეეხება პამპერსის ხარისხს, პედიატრი ამბობს, რომ კონკრეტული ფირმის დასახელება შეუძლებელია.

სასურველია ერთი წლის ასაკის შემდეგ ბავშვი პამპერსს გადავაჩვიოთ .საერთოდ, ამ მხრივ ბავშვი ერთი წლის ასაკამდე უქმნის დედას დისკომფორტს, შემდეგ კი პამპერსის საჭიროება ნაკლებადაა. თუ ბავშვი თავის დროზე არ მივაჩვიეთ, შარდვაზე მოთხოვნილებაც უფრო გვიან ჩამოუყალიბდება და შეიძლება განუვითარდეს შეუკავებლობის პრობლემა (ენურეზი, კოპროენურეზი)” _ ამბობს პედიატრი.

რაც შეეხება გავრცელებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ პამპერსი საზიანოა ბიჭებისთვის, პედიატრის თქმით: “შესაძლებელია პამპერსის ბოროტად გამოყენებამ, განსაკუთრებით კი ზაფხულში, სათესლე ჯირკვალზე ცუდად იმოქმედოს, გამოიწვიოს მისი გადაგვარება, საშარდე გზების ინფექცია და გინეკოლოგიური პრობლემები. სათესლე ჯირკვალი უნდა იყოს გრილ გარემოში, წინააღმდეგ შემთხვევაში, 10-12 წლის შემდეგ სერიოზულ პრობლემას მივიღებთ”.

ნატალია ზოიძე გირჩევთ, რომ თქვენი კომფორტისთვის ბავშვის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ნუ დააყენებთ და დაიცავით ჰიგიენური და სხვა აუცილებელი ნორმები.

0 коммент.:

Отправить комментарий