თმის ცვენა მრავალმა მიზეზმა შეიძლება გამოიწვიოს. ერთ-ერთი მიზეზი თმის ფოლიკულის დაზიანებაა. არსებობს ასევე მექანიკური მიზეზებიც: თმის შეღებვა, ქიმიური დახვევა, ფენის ან თმის უთოს გამოყენება, სტრესი და არასწორი კვება.
იმის გასარკვევად, თუ რა იწვევს ძირითადად თმის ცვენას და როგორ შეიძლება შევაჩეროთ იგი, სილამაზის სალონ “იმიჯს” მივმართე. როგორც სტილისტმა, ლია ვარშანიძემ, მითხრა: “თმის ცვენას შამპუნიც განაპირობებს. თითქმის ყველა შამპუნი შეიცავს ნავთობის ნარჩენებს, რომელიც შეფუთვაზე ასეთი სახელწოდებებით გვხვდება _ лаурит, сульфат, натри (რუსულად ) ან შოდიუმ, Lაურეტჰ,შულფატე (ინგლისურად ). შამპუნში მათ ქაფის წარმოსაქმნელად ამატებენ და სწორედ ისინი იწვევენ თმის ცვენას.”
სტილისტი გირჩევთ, რომ თმის დასაბანად გამოიყენოთ საპონი _ “дегтярное” (лечебное), რომლის შეძენაც აფთიაქშია შესაძლებელი ერთ ლარად. იგი თმას მოცულობასაც მატებს, ფაფუკს ხდის მას და ერთხელ დაბანის შემდეგაც იძლევა შედეგს. თუმცა გამონაკლის შემთხვევაში თმას აუხეშებს, ამ დროს კი უნდა გამოიყენოთ ბალზამი. ლია გირჩევთ, რომ იგი მხოლოდ თმის წვერებზე წაისვათ, რადგან ბალზამი საგრძნობლად არბილებს თმას და მისი ძირებზე წასმა თმის ცვენას გამოიწვევს. თმის ცვენის საწინააღმდეგოდ კარგია უბრალო სარეცხი საპნის (ე.წ “შავი საპონი”) გამოყენებაც.
რაც შეეხება თმის გაშრობას, სტილისტი გირჩევთ, თმა გაიშროთ სახლში, ოთახის ტემპერატურაზე. გაშრობის შემდეგ შეიძლება მისი დასწორება ან დახვევა, მაგრამ შეეცადეთ, არ დაწვათ.
ლია ვარშანიძე ამბობს, რომ თმის ცვენა შეიძლება გამოიწვიოს ისეთმა ვარცხნილობამ, რომელიც თმის აწევასა და შეკვრას საჭიროებს. გაშლილ თმაში კარგად მოძრაობს ჰაერი, ეს კი თავის კანსა და თმის ძირებს სუნთქვის საშუალებას აძლევს.
სტილისტი თმის ცვენის შესაჩერებლად გირჩევთ სპეციალურ ნიღაბს, რომლის დამზადებაც სახლის პირობებშია შესაძლებელი: “ერთი კვერცხის გული, თითო სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, თაფლი და მაიონეზი ერთმანეთში აურიეთ და წაისვით თავზე. წასმა თმის წვერებიდან დაიწყეთ და თანდათან გადადით ძირებზე. შემდეგ შემოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი, გაიჩერეთ საათ-ნახევრის განმავლობაში და ჩამოიბანეთ. ნიღაბი თმის კვებისა და ბზინვარების მისანიჭებლადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ, ოღონდ ამ შემთხვევაში 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ”.
ცნობილია, რომ თმის ცვენის მიზეზია არასწორი კვებაც. ხშირად უნდა მიირთვათ B (კვერცხი, რძე, ბრინჯი, ბოსტნეული) და C (ციტრუსები) ვიტამინებით მდიდარი საკვები. გარდა ამისა, თმაზე ცუდად აისახება დიეტაც, განსაკუთრებით თუ რაციონიდან პური გაქვთ გამორიცხული. ასეთ შემთხვევაში საუკეთესო ვარიანტია ჭვავის პური. იგი ნაკლებკალორიულია, სამაგიეროდ B ვიტამინს შეიცავს.
0 коммент.:
Отправить комментарий