თევზაობა

თევზაობა მამაკაცებისთვის ერთობ თავშესაქცევი და დამამშვიდებელი საქმიანობაა. ზოგისთვის ნადავლი გემრიელ სადილთან ასოცირდება, ზოგიც კი თევზით შინაურ ცხოველებს ანებივრებს.

18 წლის ირაკლი საკანდელიძე ხშირად თევზაობს და გარდა სარფისა და "ბერეგის" სათევზაო ტერიტორიებისა, მან სხვა ადგილებზეც გვესაუბრა. ირაკლის თქმით, თუკი მდინარის კალმახს გინდათ გაუსინჯოთ გემო, მაშინ ზედა ჯოჭოში, მახუნცეთსა და აკავრეთაში უნდა ითევზაოთ, ჭოროხში ლოქო და კეფალი ბინადრობენ, გონიოში "პოლიგონის" ტერიტორიაზე _ კარასი და მურწა შეგიძლიათ დაიჭიროთ, "ბერეგზე" _ "სტავრიდა", სარფში კი _ "ბარაბულკა".

უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ ქალაქში უკანონო თევზჭერა ისჯება ჯარიმით _ 15 ლარის ოდენობით, თან ნადავლიც ჩამოგერთმევათ. ასევე აკრძალულია მასიური თევზჭერა (ბადით) ქვირითის დაყრის პერიოდში ანუ ყველა იმ თვეში, რომელშიც ასო "" არ ურევია (მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო), ასევე სასტიკადაა აკრძალული თევზჭერა ელექტროენერგიისა და ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით.

რაც შეეხება სათევზაო აღჭურვილობას, იგი ყველა სამონადირეო მაღაზიაში იყიდება. მაგალითა, მაზნიაშვილის ქუჩის 66 ნომერში არსებულ სამონადირეო მაღაზიაში ანკესი, ყველა თავისი ატრიბუტით, 15 ლარიდან 200 ლარამდე ღირს.

0 коммент.:

Отправить комментарий