ბავშვები და საზაფხულო სამოსი

ზაფხული შესანიშნავი პერიოდია პატარასთან ერთად ბუნებაში სასეირნოდ. ალბათ ახალგაზრდა დედებისთვის სასარგებლო იქნება იმის ცოდნა, თუ რა უნდა ჩააცვაან პატარა ბავშვს სიცხეში, რათა პატარას კანი არ გაუღიზიანდეს ან არ გადახურდეს.

ბავშვის საზაფხულო სამოსი ნატურალური ქსოვილისგან უნდა იყოს შეკერილი, რადგანაც სინთეტიკური ქსოვილი სიცხეში კანს სუნთქვის საშუალებას არ აძლევს და შესაბამისად ბავშვს ცხელა.

საზაფხულოდ გოგონებისთვის სარაფანზე საუკეთესო სამოსი არაფერია, სარაფანში, რომლის სახელოები და ზურგი მაქსიმალურად ღიაა, ბავშვი უფრო გრილად იქნება და არც მოძრაობაში შეეშლება ხელი, ბიჭებისთვის კი მოკლე შარვლები ან შორტები შეიძინეთ.

სიცხეში მეტად საჭირო ატრიბუტია ქუდი. მსუბუქი ტრიკოტაჟის შლაპები, პანამები, კეპები და ბენდენები თქვენს პატარას მზის სხივებისგან დაიცავს. ქუდი, გარდა კარგი დაცვისა, შესანიშნავი აქსესუარია თქვენი პატარას იმიჯის შესავსებად.

ბავშვის ზაფხულის ფეხსაცმელი მაქსიმალურად ღია უნდა იყოს. ბიჭებისთვის, ისევე როგორც გოგონებისთვის, საუკეთესოა კარგი ხარისხის სანდლები. იგი ფეხზე ზუსტად უნდა იყოს მორგებული და არც საბნევი უნდა უჭერდეს . "პადიომზე”. იმისათვის, რომ პატარა ხშირად არ წაიქცეს, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ფეხსაცმლის ძირს, ბავშვი მასზე მყარად უნდა იდგეს.

პატარები განსაკუთრებით ზაფხულში აქტიურდებიან და მათ სიცელქეს საზღვარი არ აქვს. ამის გამო ტანსაცმლის გარეცხვაც ხშირად გიწევთ, რაც სამოსის გახუნებას და ცვეთას იწვევს. ამიტომ თქვენს პატარას საზაფხულოდ განსაკუთრებულად გამძლე და ხარისხიანი ტანსაცმელი შეუძინეთ.

0 коммент.:

Отправить комментарий