როგორ მოვიშოროთ 'ხელოვნური რუჯი'?!

ერთერთ კომენტარში, ბლოგის მკითხველი დაინტერესდა თუ როგორ შეიძლება რუჯის მოშორება. სამწუხაროდ საპასუხო პოსტი ცოტა დაგიგვიანეთ, მაგრამ იქნებ ახლაც არ იყოს გვიან, მოკლედ აი როგორ ხდება ეს ყველაფერი.
დავიწყოთ ტანითთქვენი ფერის დასაბრუნებლად, ან არასასურველი რუჯის ეფექტის შესასუსტებლად, უპირველეს ყოვლისა უნდა ეცადოთ ჩამოიშოროთ იგი სხეულიდან, ამისთვის კი საუკეთესო საშუალებაა ტანის სკრაბი, ფეხების გაპარსვა და აბაზანაში ჩაწოლა.
პროცედურა ძილის წინ უნდა ჩაიტაროთ, რათა კანს საშუალება მიეცეს დამშვიდდეს და დილით უკვე სასურველი შედეგი გქონდეთ სახეზე.
თუ ხელოვნურ რუჯს, ნარინჯისფერი ფერი დაჰკრავს, მაკიაჟის მოსაშორებელი ლოსიონით დასველებული ბამბით გაიწმინდეთ ყელი და სახე. ინტერნეტ წყაროების თქმით ასევე ეფექტურია, დატენიანებულ სახეზე წასმული ე.წ. საჭმლის სოდა. რომელსაც ფრთხილი მოძრაობებით წაისვამთ სახეზე და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანთ.
დააკვირდით ხელისა და ფეხის გულებს, თუ ატყობთ, რომ ძალიან ბევრი საღებავი გაქვთ მათზე, ეს ვებ გვერდი გირჩევთ, რომ წყალბადის ზეჟანგით გაიწმინდოთ ისინი – უფრო სწორად კი 5–10 წუთი გაიჩეროთ კანზე. მაგრამ, მანამ სანამ წყალბადის ზეჟანგს წაისვამთ, იგი ხელის პატარა ნაწილზე მოსინჯეთ თუ ეს ადგილი გაწითლდა, მოგექავათ ან კანის გაღიზიანების სხვა სიმპტომი შეგენიშნათ, დაივიწყეთ ეს საშუალება. ზოგადად ეს სითხე მსუბუქად წვავს კანს, ამიტომაც ცოტა მეტი სიფრთხილე გმართებთ (პროცედურა რამდენიმე დღე გაიმეორეთ).

ფეხები, მკლავები და წელი – სხეულის ეს ნაწილებიც ფაქიზ მობყრობას მოითხოვს. სხეულის ამ ნაწილებზე საბავშვო ზეთი წაისვით და გაიჩერეთ 1–2 საათი, შემდეგ მიიღეთ აბაზანა, რომლის დროსაც ტანს რბილი ტილოთი (ნაზი მოძრაობებით) ჩამოირეცხავთ.
გაითვალისწინეთ, რომ აქ ჩამოთვლილი ყველა ხერხის მოსინჯვა არ ღირს, ანუ გამოიყენეთ
ნებისმიერი – წყალბადის ზეჟანგი, ან სოდა, მაგრამ არა ყველაფერი ერთად.
ამავე დროს ნუ დაგავიწყდებათ, რომ ‘ხელოვნური რუჯი’ მხოლოდ კანის ზედაპირზეა მოდებული და მისი ხშირი ჩამობანა, უფრო კი წყალში (აუზი, აბაზანა) გაჩერება, თითქმის ისევე ეფექტური იქნება, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებები.
პ. ს. წყარო: ინტერნეტი ;)

3 коммент.:

Анонимный комментирует...

iako gamarjoba .ART STYLE s magazia sad mdebreobs Segizlia dawero? TeTri Tixa minda viYido.an faifuris tixa.ra rchevas momcem?

iako.lifestyle комментирует...

აქაც ბოდიშს ვიხდი – მისამართი გამომრჩენია :/ ART STYLE– გორკისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაში მდებარეობს. რჩევით საძერწად გამზადებულ თიხას გირჩევ, ძალიან მარტივი და სახალისო სამუშაოა, აკრილის საღებავსაც ძალიან კარგად იღებს და კარგი ფერი აქვს, მალეც შრება და გამოწვაც არ სჭირდება :)

tammarra комментирует...

მეწვიე ბლოგზე http://www.tmcompan.blogspot.com/

Отправить комментарий