ხელის მოწერა სიყვარულის ქალაქში და უცნობი მეჯვარეები


რამდენიმე წლის წინ თეონა მოსკოვში ცხოვრობდა და ქართველი მეგობრებს ხშირად ერთ-ერთი ცნობილი სოციალური ქსელის საშუალებით ეკონტაქტებოდა. ასე გაიცნო მირიანიცისინი დიდი ხნის განმავლობაში წერდნენ ერთმანეთს, თუმცა არა აქტიურად, რადგან ორივე მუშაობდა და ინტერნეტით სხვადასხვა დროს სარგებლობდნენ. სასიყვარულო ურთიერთობაზე არც კი ფიქრობდნენ, უბრალოდ მეგობრობდნენ.

ერთხელაც, სრულიად მოულოდნელად, თეონას საქართველოში მოუწია ჩამოსვლა. შეეხმიანა მირიანს, თუმცა, ბათუმში ჩამოსვლას ვერ ახერხებდა. მირიანმა გადაწყვიტა წყალტუბოში ჩასულიყო თეონას სანახავად. პირველი შეხვედრა თეონას ოჯახში შედგა, შედეგად კი ისინი უფრო დაახლოვდნენ და აქტიური მიმოწერაც დაიწყეს
მეორედ თბილისში შეხვდნენეს დღე ძალიან კარგად დაამახსოვრდათ, მთელი დღე ერთად გაატარეს და თითქმის მთელი ქალაქი სეირნობით შემოიარეს. დრო მალე გავიდა და მირიანმა თეო სახლამდე მიაცილა, ბათუმში მოდიოდა და დამშვიდობება უჭირდაუცებ გადაწყვიტა დარჩენილიყო და მეორე დღეს თეოც წამოეყვანა ბათუმში
შემდეგ თეო წავიდა მოსკოვში, მირიანი ბათუმში დარჩაურთიერთობა ისევ ვირტუალურად გააგრძელესერთი თვის შემდეგ კი მირიანმა თეონას დაურეკა და ხელი სთხოვა. თეომაც მირიანის გარეშე დიდხანს ვეღარ გაძლო და დროებით სამსახურიდან რომ გაეთავისუფლებინათ, მეგობარს ცნობა გააკეთებინა, თითქოს ფეხი ჰქონდა მოტეხილი. ასე ჩამოვიდაფეხმოტეხილითეონა საქართველოში და წყვილი მთელ დღეებს ერთად ატარებდა.
ნიშნობაც მალე შედგა და მირიანი და თეონა სიღნაღის დასათვალიერებლად გაემგზავრნენ. ძველით ახალი წელი დგებოდასწორედ აქ გადაწყვიტეს ხელის მოწერა და მეჯვარეებიც აქვე შეარჩის _ თეოს მეჯვარე სასტუმროს მეპატრონე იყო, მირიანმა კი ერთ-ერთი კაზინოს დაცვის თანამშრომელს სთხოვა მეჯვარეობა. ეს მნიშვნელოვანი დღე კი წყვილმა საახალწლო სუფრით აღნიშნა.
ერთ კვირაში თეო მოსკოვში დაბრუნდა. მართალია, ძალიან გაუჭირდა მირიანის გარეშე, მაგრამ სამსახურის გამო საქართველოში ვერ მოდიოდა. თეოს მამამ გადაწყვიტა სიურპრიზი გაეკეთებინა მისთვის და მირიანი მოსკოვში ჩაეყვანა. მართალია, ნათესავების წყალობით ეს ამბავი თეომ მალევე გაიგო და სიურპრიზი ნაკლებად გამოვიდა, მაგრამ მთავარია, რომ წყვილი შეხვდა ერთმანეთს და მთელ თავისუფალ დროს მოსკოვის ქუჩებში სეირნობას უთმობდნენ.
ქორწილი ბათუმში გაიმართა, თუმცა წყვილმა ჯვარი გელათში დაიწერა. ჯვრისწერის შემდეგ მირიანის მეგობრის მანქანით ბათუმისკენ გამოემგზავრნენ. საჭესთან თეონა იჯდა.
დარბაზში ფრანგული მელოდიისა და ფეიერვერკის ფონზე შევიდნენ, იცეკვეს ვალსიც... ქართულიც
ქორწილის დასასრულს წყვილმა თეოს მამისგან მერსედესი მიიღო საჩუქრად, ბოლოს კი გულის ფორმის მანათობელი გაუშვეს ცაში.
მირიან მიქელაძე და თეონა კვერნაძე

2 коммент.:

Анонимный комментирует...

mag qorwilshi chvenc viyavit da dzalian magrad vimxiaruleT!!! :-*

Анонимный комментирует...

es dgeee arachveulebrivii ikooo,sikvarulis da silamazis zeimii..vamakob tqvenit!! Da ras gisurvebtt: asi clis mere buxris piras,ori moxucii:-gaxsovss sakvarelooo? -msxsovs,maxsovs dvirfasoo...(juna)

Отправить комментарий