მაცივრის მაგნიტები ერთგვარ ტენდენციად იქცა, ძნელად თუ ნახავთ სამზარეულოს, სადაც მაცივარს სხვადასხვაგვარი მაგნიტები არ ამშვენებდეს. თუ თქვენც იმ დისახლისების რიცხვს მიეკუთვენებით, ვისაც იტაცებს მსგავსი სუვენირები, გთავაზობთ ის საკუთარი ხელით და გემოვნებით დაამზადოთ. ამაში ერთ-ერთი უცხოური საიტის რჩევებს მოვიშველიებ.
ერთ-ერთ წინა ნომერში საზაფხულო მოგონებების “დაკონსერვებას” გირჩევდით, რაშიც დასვენების დროს შეგროვილი სხვადასხვა ლამაზი, მაგრამ რეალურად უსარგებლო ნივთი უნდა დაგხმარებიდათ. მეთოდი იგივეა, ანუ დაგჭირდებათ ზაფხულში სეგროვილი წვრილმანები – ნიჯარები, გირჩები, ლამაზი კენჭები, ხმელი ყვავილები და ა.შ. ასევე, მაკრატელი და ორმაგი “სკოჩი”, რომლის შეძენა საკანცელარიო მაღაზიებში შეგიძლიათ. აუცილებლად დაგჭირდებათ ძველი, გამოუსადეგერი მაგნიტიც. მას შემდეგ, რაც საჭირო “ხელსაწყოებს”/ნივთებს მოამზადებთ, მაგნიტის ერთ მხარეს კარგად და ყურადღებით მიაკარით ორმაგი “სკოჩი”, რათა არ აძვრეს და კუთხეებზეც ზედმეტი არ იყოს. შემდეგ კი “სკოჩზე” თქვენი სუვენირები უნდა მოათავსოთ, ჯერ შედარებით მოზრდილები და შემდეგ პატარები. დასაწყისისთვის მაგრად ნუ დააწებებთ, რათა თუ შემდგომ დიზაინის შეცვლის სურვილი გაგიჩნდებათ, მარტივად შეძლოთ მათი გადაადგილება. მას შემდეგ, რაც მაგნიტზე ახალი ნივთების დასამატებელი ადგილი აღარ დარჩება და კომპოზიციით კმაყოფილი იქნებით, დარჩენილი პატარ-პატარა ცარიელი ადგილები მშრალი და სუფთა ქვიშით ამოავსეთ.
დასასრულს, უკვე მყარად დაწებებული მაგნიტი გადაატრიალეთ და დავცვივდება ქვიშის ზედმეტი ნაწილი. თქვენი მაცივრის მაგნიტიც მზადაა, ისღა დაგრჩენიათ, შეარჩიოთ მაცივარზე ადგილი, სადაც მას მოათავსებთ.
0 коммент.:
Отправить комментарий