ერთმანეთს შვიდი წლის წინ შეხვდნენ… თამარს მეგობარმა მუშაობის დასაწყებად ერთ-ერთ ოფისში მისვლა შესთავაზა, სადაც დასაქმებას ჰპირდებოდნენ. თამარი ოფისში სამუშაოდ დაიტოვეს, რამდენიმე დღის შემდეგ კი ოფისში სამუშაოდ ლაშაც მივიდა... რამდენიმე წლის განმავლობაში ისინი მხოლოდ ახლო მეგობრები იყვნენ. ერთ დღეს კი მიხვდენენ, რომ ერთმანეთთან მეგობრებაზე მეტი რამ აკავშირებდათ…
შეუღლება სპონტანურად არ გადაუწყვეტიათ, კიდევ უფრო კარგად გაიცნეს ერთმანეთი. ამ პერიოდთან დაკავშირებთ ბევრი სასიამოვნო მოგონება აქვთ. როგორც თამარი ამბობს, ლაშა ანებივრებდა და ხშირად უწყობდა სიურპრიზებს. შეუღლებამდე ერთი საინტერესო შემთხვევაც მოხდა _ თამარმა მეგობრის ქორწილში შემთხვევთ პატარძლის თაიგული დაიჭირა _ “მოშორებით ვიჯექი, საერთოდ არ მივსულვარ თაიგულის დასაჭერად, უცებ კი ჩემ წინ თაიგული დაეცა”.თამარის ხელის სათხოვნელად მშობლებთან ლაშას მეგობრები მივიდნენ, რასაც მოჰყვა ტრადიციული ნიშნობა და დაიგეგმა ქორწილიც. საქორწილოდ თამარი და ლაშა საგანგებოდ მოემზადნენ, შეისწავლეს ცეკვაც _ “არც ერთმა არ ვიცოდით ცეკვა და გადავწყვიტეთ, გვესწავლა. დაახლოებით ხუთჯერ მივედით მეცადინეობაზე და შედეგად საკმაოდ კარგად მოვემზადეთ. მოწვეულმა სტუმრებმა იცოდნენ, რომ ცეკვა არ ვიცოდით და ჩვენს დაისს განსაკუთრებული ინტერესით ელოდნენ. კარგად გამოგვივიდა, ლაშას განსაკუთრებით…”
ქორწილი ტრადიციული იყო, მუსიკალური გაფორმებაც შესაბამისი _ “თამადამ საინტერესოდ წარმართა ქორწილი, ყველა სადღეგრძელოს ბიბლიიდან ამონარიდებით იწყებდა”.
ლაშამ გადაწყვიტა ქორწილის დღეს ჩოხა ჩაეცვა, რომლის შოვნაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა. სამი თვის განმავლობაში ეძებდნენ შესაბამის ჩოხას და მხოლოდ ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე იშოვეს. “გული მწყდება, რომ ასე რთულია საქართველოში ქართული ტრადიციული სამოსის შოვნა” _ ამბობს ლაშა. თამარს თეთრი, სადა კაბა ეცვა, ჩოხის შესაბამისი _ “ლაშასგან განსხვავებით კაბის შერჩევა არ გამჭირვებია”. რაც შეეხება ვარცხნილობას, თამარმა ინტერნეტში შეარჩია სადა და ძალიან ლამაზი ვარცხნილობა.
საქორწილო დარბაზში ნეფე-პატარძლის კუთხე თეთრსა და კრემისფერში იყო გაფორმებული, რაც ძალიან მოუხდა დარბაზის საერთო _ ვარდისფერს. მოწვეული სტუმრების მაგიდებს ამშვენებდა სხვადასხვა ფერის იკებანა.
თამარი და ლაშა თაფლობის თვის გასატარებლად ერთობლივად შეგროვილი ფულით ანტალიაში გაემგზავრნენ _ “წინასწარ დავგეგმეთ თაფლობის თვე და ფულის შეგროვებაც დავიწყეთ. ძალიან კარგად გვახსენდება იქ გატარებული ათი დღე, ვცხოვრობდით სასტუმროში, რომლის მარცხნივ მთა იყო, მარჯვნივ კი _ ზღვა, ძალიან ლამაზი იყო…”
ლაშა და თამარ ჩხაიძეები
0 коммент.:
Отправить комментарий