რაფერი ისე არ ახარებს ქალის თვალს, როგორც მოვლილი ხელები და კარგი მანიკიური _ როგორ წავისვათ იგი ისე, რომ ხასხასა ფერის, პრიალა ლაქი დიდხანს შევინარჩუნოთ ფრჩხილზე?!
პირველ რიგში, ფრჩხილს ოვალური ფორმა მიეცით და არ დაგავიწყდეთ, რომ რბილი ფრჩხილებისთვის რაც შეიძლება რბილი სახეხი უნდა გამოიყენოთ, სქელ ფრჩხილებს კი ცოტა უხეში სახეხი სჭირდება. უკეთესი იქნება, თუ მათ აფთიაქში შეიძენთ. თავი შეიკავეთ რკინის სახეხის გამოყენებისგან _ იგი ფრჩხილებს ერთიანად ანადგურებს.
ლაქის წასმამდე აუცილებლად მოიშორეთ ძველი ლაქის ნარჩენები და მხოლოდ შემდეგ შეუდექით საქმეს.
ლაქის წასმა მარცხენა ხელით დაიწყეთ, თანაც ნეკი თითიდან _ ასე გაცილებით უფრო გაგიადვილდებათ საქმე. ლაქი სწორად უნდა წაისვათ _ დაუსვით ფართო ხაზი ფრჩხილის შუაგულში, შემდეგ კი ორი სწორი ხაზი გვერდებზე. თუ უფრო მკაფიო ფერი გნებავთ, პირველი ფენის გაშრობის შემდეგ მეორე ფენაც გადაუსვით.
თითზე გადღაბნილი ზედმეტი ლაქი აცეტონში დასველებული პატარა ბამბით გაშრობამდე უნდა მოიშოროთ.
ლაქის წასმის შემდეგ მისი გაშრობა ყველაზე დამღლელი ეტაპია, რომლის დროსაც 5 წუთი მაინც თითებგაშლილი უნდა იჯდეთ, უსაქმურად. ამას ერთი მარტივი მეთოდით შველიან _ გალაქული ფრჩხილების დასველებით. მაგრამ არსებობს უფრო ეფექტური საშუალება _ ლაქის საშრობი სითხე, რომელიც შეგიძლიათ, რეკლამაში ნუ ჩამომართმევთ და orifflame-ს კატალოგით შეიძინოთ.
ზოგადად, ლაქის წასმამდე კარგი იქნება თუ წაისმევთ სპეციალურ ლაქს, რომელიც ფრჩხილებს იცავს დაზიანებისგან.
ლაქის ფერს რაც შეეხება, დაკავებული და მოუცლელი ქალებისთვის ყველაზე ეფექტური და პრაქტიკული გამჭვირვალე ლაქია, იმ მარტივი მიზეზით, რომ იგი ყოველთვის ბზინავს და ლაქის აძრობის შემთხვევაში ხარვეზი შეუმჩნეველი რჩება.
4 коммент.:
საინტერესოა :>
გაიხარე შენ ^_^
didxans rom gazloso da sad ceria es informacia?
didxans rom gazloso da sad ceria es informacia?
Отправить комментарий