ბუნებრივი მაკიაჟი



ქალი და მაკიაჟი საუკეთესო მეგობრები არიან, მაგრამ სამწუხაროდ უმეტესობას მაკიაჟი სახის შეღებვად მიაჩნია და თანაც პირდაპირი მნიშვნელობით. მაკიაჟი რაც შეიძლება ბუნებრივად უნდა გამოიყურებოდეს, რაც სახეს მგრძნობიარე და იმავდროულად ჯანსაღ იერს მიანიჭებს. ასეთი მაკიაჟი ყველაზე მომხიბვლელია. რჩევები ბუნებრივი მაკიაჟის შესახებ სხვადასხვა სტილისტის ინტერნეტმასტერკლასებიდან მოვამზადე.

ბუნებრივი მაკიაჟის პირველი პირობა ხარისხიანი და უცხიმო ტონალურის შერჩევაა. ტონი მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს თქვენი კანის ფერთან. ხშირად გოგონები მუქი ფერის ტონით ცდილობენ რუჯის ეფექტი შეიქმნან, რაც არაბუნებრივად გამოიყურება ზამთარში და ღია ფერის გოგონებს საერთოდ არ შეეფერება.

ტონალურის წასმის შემდეგ არ უნდა ჩანდეს საზღვრები მაკიაჟსა და კანს შორის. ძირითადად ასეთი საზღვრები ყბასთან შეიმჩნევა, რაც ძალიან ულამაზოა, ამიტომ თუ ტონალური კანის ფერს ზუსტად არ ემთხვევა, მაშინ იგი ყელზე და დეკოლტეს ზონაშიც წაისვით.

კანი თვალების ქვემოთ სპეციალური კორექტორით (მისი შოვნა კოსმეტიკურ მაღაზიებშია შესაძლებელი) უნდა გაიღიავოთ. შემდეგ სახის ტონირება დაიწყეთ, შუბლიდან ნიკაპის მიმართულებით.

ბუნებრივი მაკიაჟისას გამორიცხეთ კოსმეტიკა, პერლამუტრისა და მბზინავი . . ბლესკის ეფექტებით.

ბუნებრივი მაკიაჟი .. “რუმიანისგარეშედაც შეიძლება, თუმცა თუ სახე ზედმეტად უფერულად გეჩვენებათ, შეგიძლიათ ცოტაოდენი ფერი დაიმატოთ. ქერა გოგონებისთვის ლოყის ჩრდილი ატმისფერი უნდა იყოს, შავი და ჟღალი ფერის თმის მქონე ქალებისთვის კი მარჯნისფერი. `რუმიანა` დიდი, ფაფუკი ფუნჯით უნდა წაისვათ და თანაც ცოტა რაოდენობით.

წამწამების გასამუქებლად გამოიყენეთ მხოლოდ ის თვალის `ტუში”, რომელსაც შეუძლია ხაზი გაუსვას თქვენს ბუნებრივ სილამაზეს. მთავარი არ არის რამდენად გახშირდება და დაგრძელდება თქვენი წამწამები, მთავარია ისინი ცოტათი უფრო გამუქდეს და უფრო გამოკვეთოს თვალის ჭრილი.

თვალის ჩრდილისთვის მხოლოდ ნათელი ფერები უნდა გამოიყენოთ. ჩრდილი თვალის ზედა, უძრავ ნაწილზე წაისვით და ეცადეთ იგი თვალის შიდა კიდიდან გარე კიდისკენ გადაანაწილოთ.

ტუჩები ბუნებრივ ფერზე ოდნავ მუქი ან ღია უნდა იყოს _ უმჯობესია ორივე მოსინჯოთ და თქვენ გადაწყვიტოთ, რომელი უფრო გიხდებათ (ტუჩების გაღიავების შემთხვევაში, პომადაზე უფრო ეფექტურია ხორცისფერი ლაინერის გამოყენება).

სულ ბოლო შტრიხი ვარცხნილობა გახლავთ _ კარგი იქნება, თუ მაქსიმალურად ბუნებრივს და მარტივს შეარჩევთ

აქვე შემოგთავაზებთ ერთ ვიდეო ტუტორალს, სადაც ერთ–ერთი ვიდეო ბლოგის ავტორი და ძალიან კარგი ვიზაჟისტი მიშელ ფანი ბუნებრივი გარეგნობის ვიდეო გაკვეთილს ჩაგიტარებთ ;)



2 коммент.:

Анонимный комментирует...

სასარგებლო რჩევებია.სადღესასწაულო მაკიაჟზეც თუ დაწერთ კარგი იქნება.

iako.lifestyle комментирует...

დავწერთ აუცილებლად :)

Отправить комментарий