შოკმანჟე

ოკმანჟე ალბათ ის დესერტია, რომელზეც უარს არავინ ამბობს. იგი შეგიძლიათ შემდეგნაირად მოამზადოთ:

ზოგადად, შოკმანჟე კვერცხის ცალ-ცალკე ათქვეფილი ცილისა და გულისგან მზადდება, მაგრამ როგორც საკუთარი გამოცდილებიდან აღმოვაჩინე, უმჯობესია, დესერტი მხოლოდ ცილისგან მოვამზადოთ, შოკმანჟეს კვერცხის სუნი რომ არ ჰქონდეს.

მიქსერით ათქვიფეთ 6 კვერცხის ცილა სქელი მასის მიღებამდე. შემდეგ ჩაამატეთ 3 / შაქარი და ცოტა ვანილი.

წინასწარ უნდა მოამზადოთ შოკოლადისა და კარაქის ნაზავი _ 100 გრამი კარაქი და ერთი ფილა დატეხილი, შავი შოკოლადი ჩაყარეთ თასში, შემდეგ ქვაბში ჩაასხით წყალი და თასი შიგ მოათავსეთ (ასე გაცხელებული თასი შოკოლადს არ მიიწვავს). თასს ურიეთ მანამ, სანამ მასა არ გაერთიანდება, შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ ოთახის ტემპერატურამდე. თუ შოკოლადი არ გაქვთ, კარაქში შეგიძლიათ კაკაო შეურიოთ _ დესერტი არც ასე დაკარგავს არომატსა და გემოს.

შოკოლადისა და კვერცხის მასა ერთმანეთში აურიეთ და თქვიფეთ მანამ, სანამ შოკოლადისფერ, გემრიელ კრემს არ მიიღებთ. შემდეგ გადაიღეთ პატარა შუშის ჭიქებში და შედგით საყინულეში. ათქვეფის დროს შეგიძლიათ ცოტაოდენი კონიაკი ან ლიქიორიც გაურიოთ _ განსაკუთრებულ, სასიამოვნო არომატს შესძენს დესერტს.

სუფრასთან გატანამდე მოაყარეთ მოხალული თხილი ან გახეხილი ქოქოსი.

2 коммент.:

ninita.khvedelidze комментирует...

magaria mindaaa

Анонимный комментирует...

CoOoooL... <3

Отправить комментарий