სწავლის დაწყებისთანავე თუკი კარგ ურთიერთობას დაამყარებთ ლექტორებთან, ეს თქვენ წაგახალისებთ, კარგად ისწავლოთ და გამოცდებზეც ასივე ქულა მიიღოთ. არსებობს რამდენიმე მარტივი ხერხი, რაც ლექტორისთვის შესამჩნევ და სულ მალე მის საყვარელ სტუდენტად გაქცევთ, აი ისინიც:
აუდიტორიაში აუცილებლად წინა ადგილი დაიკავეთ, დაიმახსოვრეთ ლექტორის სახელი და მასთან საუბარში ხშირად გამოიყენეთ იგი. ლექციის მსვლელობისას ჩაინიშნეთ მნიშვნელოვანი ფრაზები _ ისეთები, რომლებიც სახელმძღვანელოში არ წერია, პრაქტიკულის დროს ლექტორებს ძალიან სიამოვნებთ სტუდენტისგან ამის მოსმენა. საერთოდ, ეცადეთ ლექციაზე ყურადღებით იჯდეთ, ან ლექტორს მაინც შეუქმნათ ამის ილუზია. მიაქციეთ ყურადღება ლექტორის პირად ინტერესებს და მომავალში ეცადეთ, ამ თემებზე ისაუბროთ მასთან.
ლექციის მსვლელობისას შეარჩიეთ შესაფერისი მომენტი და დასვით აზრიანი კითხვა, ისეთი, რაც თემას შეეხება და მართლაც გაინტერესებთ – დაიმახსოვრეთ, უაზრო და უადგილო შეკითხვებით არამარტო ლექტორს, არამედ მთელს კურსსაც გამოიყვანთ წყობიდან. ლექტორის მიერ აუდიტორიისთვის დასმულ შეკითხვაზე თუ პასუხი არ გაქვთ, ნუ გარისკავთ `ათიანში გარტყმას~, დიდი შანსია, რომ სისულელე წამოროშოთ და თავი სასაცილოდ აიგდოთ, უმჯობესია, ხელის აწევისგან შეიკავოთ თავი და ასპარეზი სხვას დაუთმოთ.
ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია დავალება, ეცადეთ სემესტრის განმავლობაში ყველა დავალება შეასრულოთ – ამით მიახვედრებთ ლექტორს, რომ თქვენ პასუხისმგებლობის გრძნობა გაგაჩნიათ, ის კი თქვენთვის მნიშვნელოვანი პერსონაა და რომ თქვენ მას პატივს სცემთ.
ხშირად სტუდენტები კურსზე თავის დამკვიდრებას ლექტორებთან კამათით ცდილობენ _ ეს დიდი შეცდომაა, ამით თავს ვერავის მოაწონებთ, პირიქით, ეცადეთ, ლექტორის მიერ ნათქვამი აზრი საკუთარი მაგალითებითაც გაამყაროთ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ლექტორს ამ საკითხში კატეგორიულად არ ეთანხმებით, კამათი დაიწყეთ ორი ჯადოსნური სიტყვით: "დიახ, მაგრამ!”. მერწმუნეთ, ამ დროს ნამდვილად ჭკვიანი სტუდენტის შთაბეჭდილებას დატოვებთ და `იდეალური სტუდენტის~ იმიჯსაც მოირგებთ.
2 коммент.:
[url=www.rogor.ge/article_657_rogor-movawonot-tavi-mamakacs.html]როგორ მოვაწონოთ თავი მამაკაცს[/url]
როგორ მოვაწონოთ თავი მამაკაცს
Отправить комментарий