მისი მოვლის წესებზე ყვავილების მაღაზია _ "ევრო ეზოს" წარმომადგენელი, თინათინ ხალვაში გვესაუბრა:
"ორქიდეა საკმაოდ სათუთი ყვავილია, სჭირდება განსაკუთრებული ნიადაგი _ სპეციალური ანათალი, რომელიც ყვავილების მაღაზიებში იყიდება. განსაკუთრებული მიწა მას სუნთქვისთვის სჭირდება _ დროულად შრება და ჰაერის მოძრაობას უწყობს ხელს. იგი სპეციალურ გამჭვირვალე ქოთანში უნდა დავრგოთ, რომელსაც ძირი გახვრეტილი და გვერდები დასერილი ექნება, მორწყვის დროს ნიადაგი კარგად რომ გაიჟღინთოს. ორქიდეა საჭიროებს განსაკუთრებულ მორწყვას _ ქოთნით უნდა ჩადგათ თასში, რომელშიც თბილი წყალი ასხია. ქოთანში წყალი პირამდე უნდა ამოვიდეს. გააჩერეთ დაახლოებით ხუთი წუთით, სანამ წყალს შეიწოვს, შემდეგ ამოიღეთ, დაწრიტეთ და სპეციალურ სადგამზე ან თაროზე მოათავსეთ. იშვიათად უნდა მორწყოთ, მხოლოდ მაშინ, როცა მიწა გამოშრება, ზედმეტმა ნესტმა შეიძლება ფესვი დაალპოს.
ორქიდეას ფოთლების დანამვაც უყვარს, მაგრამ წყლის წვეთი ყვავილზე არ უნდა მოხვდეს, რადგან ლაქა დააჩნდება. თუმცა, ბათუმში ნესტიანი ჰავის გამო დანამვა აუცილებელი არ არის, აღმოსავლეთ საქართველოში კი პირიქით _ აუცილებელია.
ორქიდეას გასამრავლებლად ახალი ამონაყარი უნდა გააცალკევოთ და გადარგოთ გაზაფხულზე ან შემოდგომაზე, ფოთლით ან ტოტით არ მრავლდება. სასურველია ყვავილს 2-3 წელიწადში ერთხელ გამოუცვალოთ ნიადაგი.
რაც შეეხება სასუქს, არსებობს სპეციალური თხევადი სასუქები ორქიდეასთვის, მათი შეძენა ყვავილების მაღაზიებშია შესაძლებელი. ოქტომბრიდან თებერვლის ბოლომდე სასუქის მიცემა არ შეიძლება, არც ტოტის მოჭრა. სასუქიც იმავე მეთოდით უნდა მივაწოდოთ, როგორც წყალი.
ორქიდეას არ უყვარს, როცა მზის სხივები პირდაპირ ხვდება, ამიტომ იგი მზეს უნდა მოვარიდოთ".
12 коммент.:
ორქიდეები მაქვს აგერ უკვე მეოთხე წელია.
მათზე ადვილი მოსავლელი მცენარეები მე ჯერ არ მეგულება :)
ყველაფერი მიფუჭდება სახლში ორქიდეების გარდა.
კაუჩუკის ხემ, აზალიამ, ბეგონიამ და უამრავმა სხვა მცენარემ ვერ აიტანა რეჟიმი რაშიც ვაცხოვრებ, ანუ როცა მახსენდება მაშინ ვრწყავ, ორქიდეები კი სასწაულად გამძელეები გამომიდგნენ :)
ვრწყავ თვეში ერთხელ, ვდებ სპეციალურ სასუქიან წყალში ერთი საათით. ყოველ მეორე დღეს კი ვნამავ :) მოსწონთ იმიტომ რომ სულ ყვავილობენ :)
Toma, გაიხარე რჩევებისთვის და ზოგადად კომენტარისთვის:)
გადარგვა მინდა მაგრამ ყვავილი აქვს გამოტანილი და ხომ არაფერი დაშავდება?
როგორ ვიყიდო ქოთნის ორქიდეა ვის დავუკავშირდე? მომწერეთ რაა ninni.berishvili@gmail.com წინასწარ დიდ მადლობას გიხდით ძალიან ავიკვიატე ქოთნის ორქიდეა ჩემი საყვარელი ყვავილია
mainteresebs Amjamad tu gaqvt darchenili?
უკაცრავად ეს ევრო ეზო სადაა? რა მისამართზე შემიძლია შევძინო?
temperatura rogori moswons? sicxe uyvars?
me makvs juja anu mini orchidea da es bolo ori dxea chamokrili akvs kvavilebi da dzalian mockenilia. neta riti shemidzlia ro gavaxaliso? titkos kvelapers kargad vaketeb. :(
ნავთლუღის ბაზარს და ისანს შორის ქეთევან წანებულზე არის დიდი ბაღი სადაც მცენარეები იყიდება კარგ ფასებში
ორქიდეა თავად მინდა გავზარდო და სად შეიძლება ყიდვა ხომ ვერ მეტყვით
15დღეს სახლში არ ვიყავით და ჩემსორქიდეას ფოთლები დაურბილდა,ფესვებსაც მოყავისფრო ფერი დაჰკრავს
Отправить комментарий