მისაღები ოთახი



მან, ვისაც მყუდრო და ლამაზი მისაღები ოთახის მოწყობა სურს, უნდა გაითვალისწინოს რამდენიმე რჩევა. ოთახის გაფორმებისას ყველაზე მნიშვნელოვანი მისი ფართობია, რომლის ვიზუალურად გაზრდა და დაპატარავება ოთახის ფერით, ავეჯისა და სხვა დეკორაციული ნივთების განლაგებთაა შესაძლებელი.
თუკი თქვენი სასტუმრო ოთახი დაბალჭერიანია, მას სიგრძივზოლიანი შპალერი ან ფარდები მოუხდება. თუ ოთახი მაღალჭერიანია, მას განივზოლიანი შპალერი მოუხდება, იგი ვიზუალურად დაადაბლებს ჭერს და ოთახს სიმყუდროვეს შემატებს.
მისაღებ ოთახში სტუმრიანობა და ხალხმრავლობა დამღლელი რომ არ იყოს, სასურველია ოთახი მწვანე, იისფერ ან სხვა თბილ ფერებში იყოს შეღებილი. როგორც ნევროლოგ-რეფლექსოთერაპევტი, ეთერ მარგალიტაძე ჩინურ მედიცინაზე დაყრდნობით გვირჩევს, იისფერი, ყვითელი და ლიმონისფერი დამამშვიდებლად ზემოქმედებენ ადამიანზე და დადებითად განაწყობენ მას.
ოთახის სივრცეს საგრძნობლად აფართოვებს სარკე, თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ იგი სივრცესთან ერთად არეულობასაც აორმაგებს, ამიტომ სარკეებიანი ოთახი, ყოველთვის დალაგებული უნდა იყოს.
კედლებზე ჩარჩოში ჩასმული ნახატები ცარიელი სივრცის შევსებაში დაგეხმარებათ. დიდ ოთახს პატარა ნახატები არ მოუხდება და _ პირიქით. ოთახში დადებით მუხტს გაზრდის თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ცხოვრების, ბედნიერი მომენტების ამსახველი ფოტოებიც.
ოთახის კედლის ფერი ან შპალერი ავეჯს უნდა შეუხამოთ, ამის შემდეგ კი მარტივდება ინტერიერის შესაფერისი აქსესუარებით ოთახის გაფორმება.
ოთახის დეკორირებისას გავრცელებული საშუალებაა ქოთნის მცენარეები, თუმცა ოთახის მცენარეებით გადატვირთვა არამარტო ესტეთიკური თვალსაზრისით, არამედ ჯანმრთელობისთვისაც არა არის მიზანშეწონილი. ბიოლოგიის სპეციალობის სტუდენტის _ ქეთი სიხარულიძის თქმით, მცენარეებს ბევრი დადებითი თვისება აქვთ, მაგრამ ისევე, როგორც ყველა ცოცხალი ორგანიზმი, ისინიც სუნთქავენ, შთანთქავენ ჟანგბადს და სანაცვლოდ ნახშიროჟანგს გამოყოფენ. ოთახში კი, სადაც ნახშიროჟანგის კონცენტრაცია მაღალია, ჭირს სუნთქვა, ადამიანს ეწყება თავის ტკივილები და საჭიროა ოთახის სისტემატურად განიავება.
და ბოლოს, სახლიდან მოიშორეთ ყველა ის ზედმეტი ნივთი, რომელიც უარყოფით ენერგიას ინახავს და უარყოფით ემოციას იწვევს თქვენში. ყველა ნივთი თქვენს ოჯახში დადებითი მუხტისა და ენერგიის მატარებელი უნდა იყოს.

1 коммент.:

Анонимный комментирует...

It's going to be ending of mine day, but before end I am reading this enormous piece of writing to improve my knowledge.
My blog ... v2 cig coupon code

Отправить комментарий