ფრჩხილების მოვლა ყველა მანდილოსანისთვის მეტად სასიამოვნო და მნიშვნელოვანი საქმეა. ქალისთვის გრძელი ფრჩხილები სიამაყის საბაბია, თუნდაც ერთი გადატეხილი ფრჩხილი კი _ დიდი ტრაგედია, რომლის გამოსწორებასაც მინიმუმ ერთი კვირა მაინც სჭირდება.
NAIL ART _ ფრჩხილებზე მანიკიურით ხატვას ნიშნავს. ასე ძირითადად სალონებში ხატავენ, თუმცა ზოგიერთი მარტივი ორნამენტის გამოყვანა თავადაც შეგიძლიათ.
სიფრთხილით გაწიეთ კუტიკულა (თხელი კანი, რომელიც ფრჩხილების ზრდის ზონაში იზრდება), დაიმუშავეთ ფრჩხილები ქლიბით და მანამ, სანამ ფრჩხილებზე ხატვას შეუდგებოდეთ, წაისვით ბაზა _ გამჭვირვალე ლაქი, რომელსაც, სასურველია, სამკურნალო თვისებები გააჩნდეს. გაშრობის შემდეგ ფრჩხილზე წაისვით ძირითადი ფერი, რომელზეც სხვა ფერის მანიკიურით უნდა ხატოთ. სახატავად აკვარელის წვრილი ან ძველი ლაინერის ფუნჯი დაგჭირდებათ, უფრო წვრილი კონტურებისთვის კი _ ნემსი, ასევე პატარა ჭურჭელი `აცეტონისთვის~, რომლითაც მუდმივად გაწმენდთ ფუნჯს.
შეგიძლიათ ყვითელი ფერის ლაქზე შავი ფერის მომღიმარი სახეები დაახატოთ (ერთგვარი `smail-ები~), ცისფერი ფერის ლაქზე თეთრი წერტილებით პატარა ყვავილები გამოიყვანოთ ან და სულაც, ფერადი ზოლები დაახატოთ, ბოლოს კი სადმე, დეკორატიული თვალიც ჩააწებოთ. ნელ-ნელა ხელი გაგეწაფებათ და შემდგომ უფრო რთულ ნახატებსაც შექმნით.
მანიკიურით ხატვა
13:11
iako.lifestyle
2 коммент.:
ამას ნიჭი უნდა
ლაქი, ფრჩხილები და მონდომებაც ჰყოფნის ;)
Отправить комментарий