თეთრი ღამეები ანუ უძილობა



ძილი ადამიანისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, მისი წყალობით ახერხებს ორგანიზმი იმ ენერგეტიკული რესურსების აღდგენას, რომელიც აუცილებელია აქტიური ცხოვრებისთვის.
მოზრდილი ადამიანისთვის 8 საათი ძილი სავსებით საკმარისია და თუკი თქვენი ძილის ხანგრძლივობა ნორმასთან შედარებით ძალიან მცირეა, საქმე ინსომნიასთან _ უძილობასთან გაქვთ.
უძილობის გამომწვევი მიზეზები შეიძლება ორგანიზმის ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური დარღვევები, ან ის გარემო ფაქტორები გახდეს, რომლებიც გამაღიზიანებლად ზემოქმედებენ ადამიანზე. თუკი უძილობა დაგჩემდათ, ძილის წინ თავი უნდა შეიკავოთ კოფეინის შემცველი პროდუქტების (ყავა, შოკოლადი, ჩაი) და მსუყე საკვების მიღებისგან. უძილობის მიზეზი შეიძლება ჩახუთული ჰაერი, რომელიმე წამლის გვერდითი ეფექტი, მოუხერხებელი საწოლი ან სხვა სახის დისკომფორტი გახდეს.
ყველაზე მეტად ძილზე სტრესი, დეპრესია და ნევროზი მოქმედებს. თუკი ~თეთრმა ღამეებმა` სისტემატური ხასიათი მიიღო, საძილე საშუალებების მიღება გამოსავალი არ არის, არც ცხვრების თვლას მოაქვს სასურველი შედეგი, ასეთ დროს ნევროპათოლოგთან ვიზიტი აუცილებელია, ხანმოკლე უძილობის დროს კი საჭიროა თავიდან მოვიცილოთ გამაღიზიანებელი ფაქტორები. ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური საშუალებაა ძილის წინ ვალერიანის წვეთების, ან თაფლიანი თბილი რძის დალევა. საღამოს კარგია ფეხით გასეირნება და სხვადასხვა დამამშვიდებელი პროცედურები, მაგალითად შხაპის მიღება. გახსოვდეთ, რომ ფეხები მუდამ თბილად უნდა გქონდეთ. უძილობა შესაძლოა არასაკმარისი ფიზიკური აქტივობითაც იყოს გამოწვეული, ამიტომ ხშირად იარეთ ფეხით და ივარჯიშეთ; აუცილებლად შეიძინეთ ლამაზი საღამური და ხარისხიანი თეთრეული.


2 коммент.:

Анонимный комментирует...

სასარგებლო ინფორმაციააა ^_^ ^_^.. ჰგავს ჩემს პოსტს :))

iako.lifestyle комментирует...

ოჰ, სალამი კიდევ ერთ მარადფხიზელ ადამიანს ^_^
პ.ს. გმადლობთ :)

Отправить комментарий