როდის გვატყუებენ





საუბრისას ჟესტები და მიმიკები აზრის უკეთ გამოხატვაში გვეხმარება, ისინი ადამიანის ქვეცნობიერიდან მოდის და ძირითადად მექანიკურად ხორციელდება. თუკი ამ ჟესტების სწორად ამოკითხვას ვისწავლით, თავისუფლად შეგვეძლება იმის ამოცნობა, თუ რას ფიქრობს ან განიცდის კონკრეტული პიროვნება ჩვენთან ურთიერთობისას.
ყველაზე საინტერესო, ალბათ, იმის ცოდნაა, თუ როდის გვატყუებენ. როგორც წესი, ამ დროს ადამიანს შემდეგი ჟესტები `ყიდიან~: ცალი წარბის წამოწევა, ტუჩის ცალი კიდის დახრა, იგი ხელით ეხება ცხვირს, უწვრილდება თვალის გუგები, ცდილობს პირი ხელით დაფაროს და ა.შ. თუ ადამიანი გაშლილი ხელით გესაუბრებათ, იმის ნიშანია, რომ გულღიაა და არ ტყუის.
ხშირად ადამიანები საუბრისას თავიანთ პოზიციას არ გამოხატავენ, თუმცა მათი განწყობის გამოცნობა შემდეგი ჟესტებით შეგიძლიათ: თუ პიროვნება თქვენთან საუბრისას ხელებს მკერდზე დაიჯვარედინებს, ნიშნავს, რომ არ ეთანხმება თქვენს მოსაზრებებს, არ არის გულახდილი და არც თქვენგან ელოდება იმავეს, იგი თქვენდამი ნეგატიურადაა განწყობილი.
შემდეგი რჩევები მისთვისაა, ვისაც ქუჩაში შემხვედრ ნაცნობებთან უყვარს საუბარი. თუ თქვენთან მოსაუბრე ადამიანს ფეხები გადაჯვარედინებული აქვს, ეს მიანიშნებს, რომ ადამიანი ჩაკეტილია საკუთარ თავში, თუმცა საუბრის მომენტში გაქცევას არ ცდილობს; თუკი საუბრისას ადამიანის ფეხები ერთმანეთთანაა მიდგმული, ფეხის წვერები კი თქვენსკენაა მომართული, ნეიტრალური დამოკიდებულების ნიშანია, არც დარჩენას აპირებს დიდ ხანს და არც გასაქცევად ემზადება; თუ თქვენ მოპირდაპირედ მდგომ ადამიანს ერთი ფეხი თქვენკენ აქვს მომართული, მეორე კი სხვა მხარეს, ნიშნავს, რომ საუბარი გაგიგრძელდათ. იგი თქვენგან წასვლას ლამობს, უმჯობესია, დიდ ხანს არ შეაყოვნოთ.
ქვეცნობიერიდან ნაკარნახევი ჟესტები დაგეხმარებათ თანამოსაუბრის ფარული აზრებისა და ჩანაფიქრების ამოკითხვაში:
როცა ადამიანი ხელის გულებს ენერგიულად ახახუნებს ერთმანეთზე, ნიშნავს, რომ რაღაც კარგის მოლოდინშია; როცა ადამიანის ორივე ხელის თითის წვერები ეხება ერთმანეთს და ხელები სახესთან ახლოს აქვს მიტანილი, ნიშნავს, რომ მან იცის გამოსავალი, სწორი პასუხი; თუკი თქვენ წინ პიროვნება ზის, რომელსაც ჩაბწნილი თითებით შეკრული ხელები სახესთან აქვს მიტანილი, თქვენდამი უარყოფითი დამოკიდებულების მაუწყებელია ან უბრალოდ არ გეთანხმებათ რაღაც საკითხში; ხელის გულზე ჩამოდებული ლოყა ამ ადამიანის მოწყენაზე მიუთითებს, იგი დაიღალა თქვენი მოსმენით და აღარ აინტერესებთ, თუ მუშტზეა ნიკაპი ჩამოდებული _ დაინტერესებულობის მაჩვენებელია; თუ სახეს ცერა და საჩვენებელი თითები იკავებენ, თქვენდამი ნეგატიურად არიან განწყობილნი; ჯიბეში ჩაწყობილი ხელები და ზევით დატოვებული ცერა თითები ადამიანის თავდაჯერებულობასა და ავტორიტეტულობაზე მიუთითებს; საუბრისას თვალების 2-3 წამით დახუჭვა ნიშნავს, რომ საუბარი გაგიგრძელდათ, რაც უკვე ძალიან მომაბეზრებელია; თუკი მამაკაცი შეგნიშნავთ და ამ დროს ჰალსტუხს შეისწორებს, მოეწონეთ; როცა მანდილოსანი ხელებ და ფეხებგადაჯვარედინებული ზის, ამით ყველანაირ ურთიერთობაზე უარს აცხადებს და უმჯობესია არ შეაწუხოთ; როცა სიგარეტის მოწევისას ადამაინი ბოლს ზევით უშვებს _ საკუთარ თავში დარწმუნებული და პოზიტიური განწყობისაა, თუ პირიქით _ ნეგატიურადაა განწყობილი, საეჭვო ადამიანია ან რაიმეს მალავს.
გახსოვდეთ, რომ ამგვარი ჟესტების წაკითხვისას მთავარია მათი განხილვა სხვა ჟესტებთან მიმართებაში და სწორ კონტექსტში ამოკითხვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეცდომაში შეხვალთ და ურთიერთობას ტყუილად გაიფუჭებთ.

1 коммент.:

Анонимный комментирует...

dzaan magaria xalxno:D momwons aqauroba:*

Отправить комментарий