როგორ დავამზადოთ სამკაული თეთრი თიხისგან


თიხის სამკაულები დღეს ძალიან მოდურია, მათი გაკეთება მარტივადაა შესაძლებელი, თანაც ყოველგვარი დამღლელი პროცედურების გაეშე, რომელიც თიხასთან მუშაობას ახლავს ხოლმე. თეთრი თიხის გამზადებული მასა საკანცელარიო მაღაზიებში შეგიძლიათ შეიძინოთ. მაღაზია ART STYLE-ში თეთი თიხა (Do & Dry) წონის მიხედვით 13-დან 28 ლარამდე ღირს. თიხის სამკაულის შესაღებად აკრილის საღებავები დაგჭირდებათ, რომელთა ფასიც 17-დან 50 ლარამდეა. თიხა სპეციალურ, ჰერმეტულად დალუქულ პოლიეთილენშია მოთავსებული. როცა მას გახსნით, ჩამოაჭერით თიხას პატარა ნაჭერი, შემდეგ პარკი ისევ ჰერმეტულად დახურეთ ე.წ. "სკოჩით". სანამ ფიგურის გამოძერწვას დაიწყებთ, ხელები ოდნავ დაისველეთ.
ჯერ კიდევ სველ თიხას გაუკეთეთ ნახვრეტი, რომელშიც შემდეგ საყურეს ან გულსაბნევის სპეციალური რკინა უნდა გაუყაროთ. ფიგურის გაშრობას ერთი დღე მაინც სჭირდება (სისქის მიხედვით), როცა თქვენი სამკაული გაშრება, შეღებეთ იგი აკრილის საღებავებით, სამი წუთის შემდეგ, როცა საღებავიც გაშრება, გადაუსვით ფრჩხილის გამჭვირვალე ლაქი (ან ხის ნებისმიერი ნიტროლაქი) და თქვენი თიხის სამკაულიც მზადაა. ამგვარი სამკაულების ხიბლიც სწორედ მის ორიგინალურობაშია.

7 коммент.:

Анонимный комментирует...

ვაიმეე, რა კარგები ხართ!! იაკოც მიყვარს, ხატიაც და ბათუმელებიც:-*:-* სად აღარ ვეძებე თიხის შესახებ ინფორმაცია, მერე აქ მოვხდი რაც მინდოდა ყველაფერი ეწერა და ბოლოს მივხდი სადაც ვიყავი შემოსული:-D

iako.lifestyle комментирует...

შენ შემოგევლეთ იაკოც და ხატიაც :* მალე ახალ რაღაცეებსაც დავდებთ კიდევ შემოგვიარე ;)

Анонимный комментирует...

viyai,ar iyai, sa iyait:-D

iako.lifestyle комментирует...

:D

Анонимный комментирует...

sad aris art style-s magazia.gtxovt daweret misamarti tu icit ra :)

Анонимный комментирует...

sad aris ART STYLE-s magazia.gtxovt daweret misamarti tu icit ra :)madloba

iako.lifestyle комментирует...

ბოდიშს გიხდით, გამომრჩენია :/ ART STYLE გორკისა და 26 მაისის (კიროვის) ქუჩების კვეთაშია, ადრე პოლიგრაფ სერვისი ერქვა :)

Отправить комментарий