რას ფიქრობთ ცოლ–ქმარს შორის ასაკობრივ სხვაობაზე?

ნაზი გელაშვილი:

"გარკვეული ასაკობრივი სხვაობა მისაღებია. მიუხედავად იმისა, რომ ცოლ-ქმარი სხვადასხვა თაობას მიეკუთვნება, ხშირად წყვილთა შეხედულებები ერთმანეთს ემთხვევა და ბევრად უკეთ უგებენ ერთმანეთს, ვიდრე თანატოლები. ვფიქრობ, ყველაფერს გონებით სჯიან და ოჯახიც უფრო მყარია. რატომღაც, იმ წყვილთა მიმართ, როცა მანდილოსანია უფროსი, თუნდაც ორი ან სამი წლით, საზოგადოების მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება იგრძნობა. თუმცა, ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა საზოგადოების აზრი, მთავარია, საერთო ინტერესები, ურთიერთგაგება და სიყვარული."




გენრიეტა ნიკოლაევა:

"ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ახალგაზრდა გოგონებს მოხუც, მდიდარ მამაკაცებზე ათხოვებდნენ, რათა გამდიდრებულიყვნენ და ქმრის სიკვდილის შემდეგ გოგონა დარჩენილიყო მდიდარ, შეძლებულ ქვრივად. ასეთი ქორწინებები ჩვენ დროშიც ძალიან აქტუალურია, თუმცა უკვე პირიქით ხდება და ახალგაზრდა ბიჭები ეძებენ უზრუნველყოფილ მდიდარ ქალებს. მაგალითად, ედიტ პიაფის ბოლო ქმარი მასზე 20 წლით უმცროსი იყო. თუმცა, მას არც თანამედროვე ვარსკვლავები ჩამოუვარდებიან. ამასთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება საკმაოდ არაერთგვაროვანია. ვფიქრობ, ადამიანებს, რომელთა შორის დიდი ასაკობრივი ზღვარია, საერთო ცოტა ექნებათ. თუმცა, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და განსხვავებულად უნდა მივუდგეთ."

1 коммент.:

Unknown комментирует...

naz shensken var icodee:))))))))))) mamachems da dedachems shoris 12 cliani sxvaobaa (mamaa ufrosi;);) ) tumca am faqtma ar sheushala xeli da 24 celia ertad arian... rac sheexeba iset shemtxvevas roca qalia ufrosi, dzalian sainteresod mimachnia, aseti cyvilebi namdvilad ar moicyenen:)))))))

Отправить комментарий