ეს ნამდვილად არ ყოფილა ერთი ნახვით სიყვარული... ერთმანეთი ინტერნეტის საშუალებით გაიცნეს, დაახლოვდნენ, უფრო მეტი გაიგეს ერთმანეთის შესახებ, დამეგობრდნენ და იმდენად მიეჩვივნენ ერთმანეთს, ვერც კი მიხვდნენ, როგორ გადაიზარდა მათი მეგობრობა სიყვარულში.
ერთხელ ბაჩო მეგობრებთან ერთად ქეიფობდა, უკვე შუაღამეს გადაცდა და მარიკას დაბადების დღე თენდებოდა... გადაწყვიტა, მომღერლებთან ერთად წასულიყო და მარიკას აივანთან ემღერა, მაგრამ გეგმამ არ გაამართლა, მარიკას ეძინა და აივანზე არ გასულა... საბოლოოდ, ბაჩომ დაურეკა და უთხრა, რომ მომღერლებთან ერთად იყო მისული… ურთიერთობიდან წელიწადნახევრის შემდეგ გადაწყვიტეს ოჯახის შექმნა. გაიპარნენ, თუმცა ყველამ იცოდა ამის შესახებ და გურიაში, მეგობრის სოფელში, ახლობლებთან ერთად აღნიშნეს შეუღლება. იქ წყვილი 3 დღეს დარჩა, მერე ბათუმში დაბრუნდნენ და ჯვარი დაიწერეს. ორი თვის შემდეგ კი ქორწილიც გაიმართა. თუმცა ხელის მოწერას უახლოეს მომავალში გეგმავენ. ბაჩო: “რაღაც-რაღაცები გვიშლიდა ყოველთვის ხელს იმაში, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთს დაგვემთხვია. ჯერ გავიპარეთ, მერე ჯვრისწერა გვქონდა, რომ ღვთის წინაშე მართლები ვყოფილიყავით. რადგან მე მარიკაზე 10 წლით უფროსი ვარ და თან არასრულწლოვანია, ხელის მოწერისთვის აუცილებელია მშობლების თანხმობა, ჩემი სიმამრი კიევშია და ვერ მოახერხა ჩამოსვლა, ამიტომ ვერ მოვაწერეთ ხელი”.
საქორწინო სამოსის შესარჩევად დედაქალაქში გაემგზავრნენ, ბაჩომ შავი შარვალ-კოსტიუმი აირჩია და ორიგინალურობისთვის ჰალსტუხის ნაცვლად კაშნე გაიკეთა. მარიკამ კი კაბის დიზაინი ინტერნეტში შეარჩია და შეაკერინა.
წყვილი დარბაზში “მრავალჟამიერის” ფონზე შევიდა. “რადგან ჩვენი ქართული ცეკვით ვერავის მოვხიბლავდით, გადავწყვიტეთ, კლასიკური ცეკვა შეგვესრულებინა და რამდენიმე სადღეგრძელოს შემდეგ ვალსი ვიცეკვეთ ფეიერვერკის ფონზე. მუსიკა ძირითადად ქართული ტრადიციული იყო. სხვა ქორწილებისგან განსხვავებით ძალიან თავისუფალი ნეფე-პატარძალი ვიყავით, თავისუფლად ვიქცეოდით, დავთვერი კიდეც, თამადა მიკროფონს ვერ მართმევდა ხელიდან” _ ამბობს ბაჩო.
ქორწილს კურიოზების გარეშე არ ჩაუვლია. მაგალითად, წყვილის ერთი მეგობარი ისე დათვრა, სახლში წასვლის დროს 4 წლის შვილი დარბაზში დატოვა. მხოლოდ სახლში მისულმა აღმოაჩინა, რომ ბავშვი არ ახლდა. საათნახევრის შემდეგ მოაკითხეს მშობლებმა...
წყვილი საქორწინო მოგზაურობაში არ ყოფილა, თუმცა, ზაფხულში ხან მარიკას ახლობლებთან დადიოდნენ სოფლად და ხან _ ბაჩოს. საზამთრო კურორტზე დასვენებას გეგმავენ, თუკი ბაჩოს დატვირთული სამსახურის გრაფიკი ამის საშუალებას მისცემთ.
ბაჩო: “რაც მთავარია, გვიყვარს ერთმანეთი და შევქმენით ერთი გემრიელი, ტკბილი ოჯახი, ამოვუდგებით მხარში ერთმანეთს და ვივლით ასე სიბერემდე, მერე ვიღაცა გვატარებს”.
საქორწინო მოგზაურობის მოლოდინში
04:25
khatia.Lifestyle
ბაჩო გურაბანიძე და მარიკა კოტრიკაძე.
2 коммент.:
es kaba batumshi,"galateashi" aris shekerili da ara dedakalakshi!!!
”საქორწინო სამოსის შესარჩევად დედაქალაქში გაემგზავრნენ, ბაჩომ შავი შარვალ-კოსტიუმი აირჩია და ორიგინალურობისთვის ჰალსტუხის ნაცვლად კაშნე გაიკეთა. მარიკამ კი კაბის დიზაინი ინტერნეტში შეარჩია და შეაკერინა.” - პატარძალს ინტერვიუს დროს ”გალათეაზე” არაფერი უთქვამს ;)
Отправить комментарий