როგორ გახდე "მაგარი როჟა"

ახალგაზრდები ხშირად ცდილობენ, სხვებს მოაჩვენონ თავი, თითქოსდა ძალიან ნაკითხი და საერთოდ, "მაგარი როჟები" არიან. ზოგჯერ მართლაც ძალიან რთულია კარგი შთაბეჭდილება მოახდინო საზოგადოებაზე, მაგრამ არანაკლებ რთულია თავის ამგვარად მოჩვენება. უმჯობესია, რაღაც ფრაზებისა და თითო-ოროლა იაპონელი რეჟისორის დაზეპირების მაგივრად, მართლა დაიწყო საკუთარ თავზე მუშაობა, მიზნის მიღწევაში კი შემდეგი რჩევები დაგეხმარება.

დაივიწყე ის დრო, როცა "მაგარი ბიჭები" "კაროჩეთ" ლაპარაკობდნენ, დღეს ამით ვერავის მოხიბლავ. უპირველეს ყოვლისა, იმუშავე საკუთარ მეტყველებაზე. რაც არ უნდა საინტერესო თემაზე საუბრობდე, თუ გამართულად და სწორად არ მეტყველებ, არავინ მოგისმენს და ვერც ვერავის დაარწმუნებ იმაში, რომ შენი მოსმენა ღირს.

რთულია იმ წიგნებსა და ფილმებზე საუბარი, რომლებიც თვალით არ გაქვს ნანახი, ამიტომ გამონახე დრო და აუცილებლად წაიკითხე რამდენიმე კარგი, ცნობილი ავტორის წიგნი. არც ფილმების შერჩევა არის დიდი სირთულე, აირჩიე რამდენიმე კარგი რეჟისორი (ვთქვათ, ჯიმი ჯარმუში, რომან პოლანსკი, ემირ კუსტურიცა) და მათი ფილმები ნახე. ეს პროცესი დაუსრულებლად უნდა გრძელდებოდეს _ შენ თანამედროვე ცხოვრებასთან ერთად უნდა ვითარდებოდე და მოგწონს თუ არა თანამედროვე ხელოვნება, მაინც უნდა იცნობდე მას, თუნდაც იმტომ, რომ კითხვაზე "რატომ არ მოგწონს კოელიო?!" ნორმალური პასუხი გქონდეს და არა "არც მაინტერესებს".

ყოველთვის ეცადე, შეინარჩუნო სიმშვიდე და არასდროს იკამათო იმაზე, რაშიც არ ხარ დარწმუნებული და, საერთოდ, შენი საუბარი იმდენად სანდო და დამაჯერებელი უნდა იყოს, რომ რაიმეს მტკიცება არ მოგიწიოს.

თავი აარიდე ყველანაირ "პაპსას" _ ის, რასაც ირჩევს მასები, შენთვის არ არის. ნუ ჩაიცმევ იმას, რაც ყველას აცვია, ნუ მოუსმენ იმას, რასაც ყველა რადიოტალღ ატრიალებს; ეცადე, ყველაფერში მაქსიმალურად შეინარჩუნო ინდივიდუალობა.

ჰოდა თუ ეს ყველაფერი შენში არ ზის, სხვისი გულის მოსაგებად თამაში, უნდა შეწყვიტო. მთავარია, საკუთარ თავში იყო დარწმუნებული და საკუთარი ძალების გჯეროდეს, დანარჩენი თავისით მოგვარდება.

2 коммент.:

Анонимный комментирует...

Hey! I know this is kinda off topic but I'd figured I'd ask.
Would you be interested in trading links or maybe guest writing
a blog post or vice-versa? My site goes over
a lot of the same subjects as yours and I believe we could greatly benefit from each other.
If you are interested feel free to send me an email.

I look forward to hearing from you! Terrific blog by the way!



Feel free to visit my weblog ... new cellulite treatment

Unknown комментирует...

Xo es raghac kai iyo

Отправить комментарий