დრედი

ბევრს დრედი თმის მოდური ვარცხნილობა ჰგონია, რომელიც დიზაინერის ფანტაზიის ნაყოფია. სინამდვილეში კი დრედი, უბრალოდ, თმის მდგომარეობაა მას შემდეგ, რაც იგი არ დაუვარცხნიათ და არ შეუჭრიათ.

დრედი საკმაოდ პრაქტიკული ვარცხნილობაა, რადგან მას არ სჭირდება ხშირი დაბანა და დავარცხნა, თანაც იგი თითქმის ველას უხდება.

დრედის გაკეთება არც ისე რთული საქმეა, თუ კარგი მოთმინების უნარი გაქვთ. აი, მათი გაკეთების საიდუმლოც:

თმები დაანაწილეთ დაახლოებით საჩვენებელი თითის სისქეზე (დრედებიც ამ ზომისა გამოვა), შემდეგ თითოეული დანაწევრებული თმის კუდი შეკარით რეზინით. აიღეთ თმის ერთი ნაწილი და რკინის სავარცხლით (შესაძლოა ჩანგლითაც) ნელა და ნაწილ-ნაწილ, უხეშად აჩეჩეთ თმის ზრდის საპირისპიროდ, ისე რომ სრულიად აბურდული მასა მიიღოთ, რომლის დავარცხნაც შეუძლებელი იქნება. თმები მთლიან სიგრძეზე უნდა იყოს აბურდული, განსაკუთრებით კი ძირებში, ამის შემდეგ იწყება უშუალოდ დრედის დახვევა, დრედის სპირალისებურად დახვევისას საგულდაგულოდ წაუსვით მას სანთელი ან კარგი ხარისხის თაფლი (იგი მალე გაშრება და გარკვეული დროის შემდეგ აღარ დაგწეპავთ). მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ. იგივე პროცედურა ჩაიტარეთ თმის დანარჩენ ნაწილზეც.

დრედების დაწნა კეფიდან დაიწყეთ, დანარჩენი თმები კი უბრალო რეზინებით ან სხვა სახის თმის სამაგრებლებით დაამაგრეთ, ხელი რომ არ შეგიშალოთ მუშაობაში.

დრედების შესანარჩუნებლად თმებს გამუდმებით უნდა აიძულოთ, გაიზარდონ ისე, როგორც თქვენ გინდათ, ანუ დრედების გაკეთება გრძელვადიანი პროცესია, თუმცა არა უსასრულო. ბოლოს უკვე თქვენი თმები თავისით გაიზრდება დრედებად.

ახლა დრედებთან დაკავშირებული რამდენიმე უსიამოვნო ფაქტის შესახებ:

დრედების დაშლა შეუძლებელია, თუ მათი მოშორება განიზრახეთ, ისინი უბრალოდ უნდა მოიჭრათ. კიდევ ერთი არანაკლები უსიამოვნება ის გახლავთ, რომ მათი გაკეთებიდან თავის დაბანა მინიმუმ ორ კვირას არ შეიძლება.

საერთოდ, დრედების მოვლა არც ძალიან რთული საქმეა და არც ძალიან მარტივი, დრედებმა ფორმა რომ არ დაკარგონ, კვირაში სამჯერ მაინც უნდა გასანთლოთ ისინი, იგივე უნდა გააკეთოთ ყოველი დაბანის შემდეგ.

ყურადღება მიაქციეთ საერთოდ სისუფთავეს, თავში თუ მავნე მწერები ჩაგიბუდდათ, მერე ვერაფერი გიშველით. ასე რომ, ხშირად ატარეთ ქუდი _ ბუნებაში გასეირნებისას ან ისეთ ადგილებში მოხვედრისას, სადაც სპეციფიკური სუნია, დრედი ადვილად ისრუტავს სუნს და შემდეგ მისი მოშორება ძნელია.

მეტი თვალსაჩინოებისთვის შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი ლინკები:


დრედის გაკეთების კიდევ ერთი მარტივი საშუალება არსებობს, რომელსაც თაფლი და სხვა მწებავი მასების გამოყენება არ ჭირდება, თუმცა ასეთი დრედები, ცოტათი უფრო "დაბალი ხარისხისაა" ვიდრე ტრადიციული წესით დამზადებულისა... აი მათი დამზადების ვიდეოც:


6 коммент.:

Анонимный комментирует...

sa aketeben ar icit??

iako.lifestyle комментирует...

სამწუხაროდ თბილისის სალონებზე ვერაფერს გირჩევ, ისე კი ბათუმშიც არ მსმენია ვინმე აკეთებდეს. თუ წინასწარ დაელაპარაკები სტილისტს, ვფიქრობ დაამუღამებს და გაგიკეთებს... მე მაინც გირჩევ მეგობარი დაიხმარო, მარტივი საქმეა თუ ნერვები გყოფნით. ჩვენ მაინც მოვიკითხავთ და თუ ვინმე მოვძებნეთ აუცილებლად გამოვაქვეყნებთ ;)

Unknown комментирует...

au gtxovt gagvirkiviet :) 2 welia minda amis gaketeba rustavelze mitxres aketebeno mara cudado

iako.lifestyle комментирует...

აუცილებლად გავარკვევ;)

Анонимный комментирует...

auuu mec minda egetii..mara tan meshinia amis gaketrbaa imito ro turme vega moidzro da tavis pormas vegar daurunebb

iako.lifestyle комментирует...

ლაითად თუ გაიკეთებ, ისე, როგორც მე2 ვიდეოშია ნაჩვენები – დაუბრუნებ ჩვეულებრივ ფორმას და ნამდვილი დრედის შემთხვევაში გადაიპარსავ და ახალი, ჯანსაღი თმა ამოგივა:) გადაპარსვამ არ შეგაშინოს, თუ გიხდება ეგეც ძაან ასწორებს ;)

Отправить комментарий