ლოყების სიწითლე ახლაგაზრდებისთვის დიდი პრობლემაა, მაგრამ არა მოუგვარებელი. იმის შესახებ, თუ როგორ "ვუმკურნალოთ" წითელ ლოყებს, გრიბოედოვისა და ფარნავაზ მეფის (ყოფილი ტელმანის) ქუჩების კვეთაში მდებარე სალონ "მელი XXI”-ეს ექიმ-კოსმეტოლოგი, ნანა სოლომონია გვესაუბრა: "ხშირად ლოყების სიწითლე სისხლძარღვების პრობლემაზე მიუთითებს. იმის გამო, რომ კაპილარები ძალიან ახლოსაა კანთან, მათი გაფართოება ადვილად შესამჩნევია, კაპილარების გაფართოებას კი ემოციური და ფიზიკური დატვირთვა, ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა, სითბური პროცედურები (ცხელი წყლით დაბანა) და სხვა მრავალი მიზეზი იწვევს. ასეთ დროს ადამიანი უნდა მოერიდოს მზეზე სიარულს, ცხარე საკვების, წითელი ღვინოსა და ნებისმიერი წითელი ფერის პროდუქტის მიღებას".
როგორც გვითხრეს, სისხლძარღვების პრობლემით გამოწვეული სიწითლის გაქრობა კოსმეტოლოგიური ჩარევით შეუძლებელია. ამისათვის ადამიანმა აუცილებლად უნდა დაიცვას ზემონახსენები კვების რეჟიმი და წესები, ასევე აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმ-კოსმეტოლოგთან.
ლოყების სიწითლის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს პიგმენტაცია, რომელიც განკურნებადია. პროცედურა საშუალოდ ერთ კვირის გრძელდება, თითოეული პროცედურის ფასი 30 ლარიდან იწყება და სირთულის მიხედვით იზრდება. ამ სალონში ძირითადად ამერიკული კოსმეტოლოგიური კომპანია Danne-ს ნიღბებს იყენებენ და ნანა სოლომონია პირველია აჭარაში, ვინც ამ ბრენდის პროდუქციას მოიხმარს. ამ ნიღბებით არა მხოლოდ პიგმენტურ ლაქებს, არამედ შრამებსა და აკნესაც (გამონაყარს) მკურნალობენ.
იმის შესახებ, თუ რამდენი ასეთი პროცედურაა პრობლემის სრულიად გადასაჭრელად საჭირო, ექიმ-კოსმეტოლოგი ამბობს: "გააჩნია ლაქის სტრუქტურას - შესაძლოა ყველაფერი ერთჯერადი პროცედურითაც მოგვარდეს, შესაძლოა პაციენტს ჯერ ერთკვირიანი შესამზადებელი პროცედურები დასჭირდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს მკურნალობა”.
თუ რამდენად გრძელვადიანი იქნება მიღებული შედეგი, პიგმენტაციის გამომწვევი მიზეზის დადგენითაა შესაძლებელი. "იმ შემთხვევაში, თუ პიგმენტაცია შინაგანი დარღვევებითაა გამოწვეული, შესაძლოა მან მკურნალობის შემდეგაც, პერიოდულად იჩინოს თავი და ამიტომ საჭიროა, უშუალოდ შინაგან დარღვევებზე მკურნალობა, მაგრამ თუ პიგმენტაციის გამომწვევი მიზეზი გარემო ფაქტორებია – მკურნალობის შედეგად ლაქა სრულიად ქრება, თუმცა მიზეზების გარჩევა არც ისე ადვილია და ამიტომ აუცილებლად უნდა მოგვმართონ სპეციალისტებს" _ ამბობს ნანა სოლომონია.
ასე, რომ ხელს ნუ ჩაიქნევთ, როგორც სალონში გვითხრეს "მოუგვარებელი არაფერია”.
1 коммент.:
ქ.ნანა სოლომონიას საკონტაქტო ინფორმაცია თუ შეიძლება?
Отправить комментарий