ყველა წვეულებაზე ჩნდება ერთი მომაბეზრებელი თაყვანისმცემელი, რომელიც გადამეტებულ ყურადღებას გაქცევს _ ერთი წამით არ გტოვებს და დაუსრულებლად პოეზიაზე ან ნებისმიერ ერთ და შენთვის უინტერესო თემაზე გესაუბრება... მოკლედ, ადამიანის მოსაშორებლად, ვისთანაც საუბარმა და, საერთოდ, ურთიერთობამ ძალიან დაგღალა, ის კი ამას ვერა და ვერ ხვდება, არადა "პოსტმოდერნიზმზე" საუბარით ყურები უკვე გამოგეჭედა... სასწრაფო ზომებია გასატარებელი.
ამ პრობლემის გადაჭრა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს, მთავარია პირდაპირ სახეში არ მიახალო, რასაც ფიქრობ _ სხვა თუ არაფერი, შენი მხრიდან ეს ძალიან უხეში და უზრდელური საქციელი იქნება.
ყველაზე მარტივი და კარგი საშაულებაა იგი ტექნიკურად, ვინმე სხვას შეაჩეჩო ხელებში, თავად კი ხალხს შეერიო. თუკი ამ გზამ არ გაამართლა, შენც ჩამოაგდე რაიმე მისთვის უინტერესო, "ქალურ" თემაზე საუბარი _ იქნებ ამით დააფრთხო მოსაუბრე.
იმ შემთხვევაში, თუ ზედმეტად შეუგნებელი "ტიპი" შეგხვდა და საუბრის დროს საჭირო დისტანციასაც ვერ იჭერს, მექანიკურად შექმენი თქვენ შორის ბარიერი, ეცადე, ვინმე ჩააყენო შუაში, მსურველების არყოფნის შემთხვევაში ჩადგი სკამი და ეცადე, დისტანცია საუბრის დასრულებამდე შეინარჩუნო.
შეგიძლია მის დასანახად ცოტა შეუფერებლად, არაადეკვატურადაც მოიქცე _ მაგალითად, ხმამაღლა `მოხვრიპე~ ფინჯნიდან ლამბაქზე დაღვრილი ყავა, ხელით მოიწმინდე ცხვირი, ხმამაღლა დაღეჭეთ კევი. თუკი მაინც თავის საყვარელ ლიტერატურულ მიმდინარეობაზე ან რაიმე მსგავსზე ალაპარაკდა, არაფერში დაუთმო, ყველაფერზე საპირისპირო თქვი, იქნებ ამაზე გაბრაზდეს და მოგწყდეს თავიდან.
ბოლოს ყველაზე გამოცდილი ვარიანტი გამოიყენე _ უთხარი, რომ წუთი-წუთზე შენი საქმრო მოვა, ახლა კი უნდა გახვიდე და დაურეკო.
არ დაგავიწყდეს კიდევ ერთი _ ოქროს წესი, მანამ, სანამ მას არასწორ ნომერს ჩააწერინებ, საკუთარი მობილური გამორთე, ჩანაფიქრი წამებში რომ არ გამოაშკარავდეს და შემდეგ თავის მართლება რომ არ მოგიწიოს.
2 коммент.:
ძალიან ვიხალისე ,მაგარი რჩევები იყო :)))))))
უღრმესი მადლობა :)
Отправить комментарий