კატა

ზოგიერთი ცხოველი მეტად ერთგული და თბილია. ასეთ ცხოველებს მიეკუთვნება კატაც. მსს ყველაზე მეტად ადამიანთან ახლოს ყოფნა სიამოვნებს.

კატის მოვლა საკმაოდ ადვილია, თუ გავითვალისწინებთ რამდენიმე საინტერესო რჩევას, რომლებიც ზოომაღაზიის თანამშრომელმა, ეკატერინე ქარცივაძემ მოგვაწოდა: “კატას სითბო და ალერსი სჭირდება. მნიშვნელოვანია სტაბილური საკვებიც, კარგია სეზონური ვიტამინებიც. 8 თვის ასაკში კი აუცილებლად უნდა გაუკეთდეს აცრა.

კატის კვება სირთულეს არ წარმოადგენს, რადგან იგი ჭამს თითქმის ყველაფერს. ოღონდ საკვები არ უნდა იყოს მლაშე და ზედმეტად ცხიმიანი. მთავარია, საკვები დღის ნებისმიერ მონაკვეთში იყოს ხელმისაწვდომი, კატა ცოტ-ცოტას ჭამს და ბევრჯერ.

რაც შეეხება ჰიგიენას, თუ ქუჩაში ძალიან არ დაისვარა, კატას დაბანა არ სჭირდება, იგი თავადვე ისუფთავებს თავს. მაგრამ თუ მაინც გადაწყვეტთ აბანაოთ კატა, უმჯობესია პატარაობიდანვე მიაჩვიოთ ამას. დაბანისას კი არ დაგავიწყდეთ, რომ კატას წყალი ყურში არ უნდა მოხვდეს”.

ადამიანები, განსაკუთრებით ისინი, რომლებსაც სახლში პატარა ბავშვები ჰყავთ, ხშირად კატის ყოლაზე უარს მისი ბეწვის გამო ამბობენ და არც თუ უსაფუძვლოდ. კატის ბეწვის მოხვედრა ორგანიზმში სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. თუმცა ორგანიზმში ბეწვი იშვიათად შეიძლება მოხდეს, რადგან იგი სასას ეკვრის. მაგრამ კატის ბეწვს შეიძლება ჰქონდეს უამრავი ბაქტერია, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ. ზოგადად კი, კატისა და ბავშვის მეგობრობა კარგია, რადგან ბავშვი სწავლობს ცოცხალი არსების გაგებას, მასზე ზრუნვას და პასუხისმგებლობას.

გარდა იმისა, რომ კატა თბილი და საყვარელი ცხოველია, მას უამრავი დადებითი თვისებაც აქვს, მაგალითად, იგი შველის ადამიანს მაღალი წნევის დროს; ამბობენ, რომ კატას შეუძლია გამოიცნოს ადამიანს დაავადება _ თუ ადამიანს გული აწუხებს, კატა დააწვება გულზე და ერთგვარ მასაჟს უკეთებს.

კატას ამინდის გამოცნობაც შეუძლია _ როცა იგი ცხვირს მალავს, ეს იმის ნიშანია, რომ აცივდება.

2 коммент.:

liza комментирует...

<3

Анонимный комментирует...

რას ნიშნავს ”კატის ბეწვის მოხვედრა ორგანიზმში სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას”, ასეთ რამეებს რომ წერთ იმიტომ ეზიზღებათ მერე ბრმად ცხოველები. თუ კატა სუფთაა, დამუშავებული ჭიებზე, პარაზიტებზე, აცრილი, მოვლილი და ქუჩაში არ გადის, აბსოლუტურად უსაფრთხოა მისი ბეწვი. კარგად ისწავლეთ ხოლმე ჯერ თემა, სანამ რამეს დაწერთ.

Отправить комментарий