სახის გაწმენდა სახლის პირობებში


სახის გაწმენდა კანის მოვლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია, მიუხედავად იმისა, როგორი ტიპის კანი გაქვთ: ცხიმიანი, მშრალი თუ კომბინირებული.

ერთ-ერთ ცნობილ ვიდეოპორტალზე საკმაოდ საინტერესო ვიდეორგოლები ვიპოვე სახის გაწმენდასთან დაკავშირებით, რომლითაც შესაძლებელია ვისწავლოთ, თუ როგორ გავიწმინდოთ სახე სახლის პირობებში.

დასაწყისისთვის გაამზადეთ ცხელი წყალი, რბილი პირსახოცი, სკრაბი (არქონის შემთხვევაში ყავის ნალექი ან სიმინდის ფქვილი), სახის ნიღაბი, რომლის ჩანაცვლება მაწვნით, იოგურტით ან თაფლით შეგიძლიათ. ასევე დაგჭირდებათ სახის დამატენიანებელი ან მკვებავი კრემი და კიტრის ორი თხელი დაჭერი.

სახე კარგად ჩამოიბანეთ საპნით ან სპეციალური საშუალებით. შემდეგ აიწიეთ თმა, რათა ხელი არ შეგიშალოთ და სახის გაწმენდის პროცედურაც დაიწყეთ. მოზრდილ ჯამში ჩაასხით ცხელი წყალი, თავზე დაიფარეთ პირსახოცი და სახე ჯამთან ახლოს მიიტანეთ, რათა სახე დაიორთქლოს და ფორები გაფართოვდეს. ასახის დაორთქლისთვის 2-3 წუთი საკმარისია, შემდეგ ხელის წრიული და ნელი მოძრაობით სკრაბი წაისვით. გაიჩერეთ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ, რის შემდეგაც სახე პირსახოცით კარგად უნდა გაიმშრალოთ და ნიღაბი (ან ზემოთ ჩამოთვლილ შემცვლელთაგან ერთ-ერთი) წაისვით, თვალებზე კიტრის ნაჭრები დაილაგეთ და 10-15 წუთით წამოწექით. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ სახე ჯერ თბილი და შემდეგ ცივი წყლით, გაიმშრალეთ და მკვებავი კრემი წაისვით.

როგორც საიტზე ირწმუნებიან, შედეგად სახის კანი დამშვიდდება და ჯანსაღ იერს მიიღებს.

(ფოტოძე: ნინო აშბა)

2 коммент.:

Unknown комментирует...

ძალიან კარგია აგრეთვე სახლის პირობებში შემდეგი ნიღაბი 1ჩაის კოვზი თაფლი ამდენივე მაწონი,დროჟი,ვაშლის ძმარი მჭადის ფქვილი აურიეთ და წაისვით სახეზე 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ჯერ თბილი წყლით მერე ცივი წყლით.

Unknown комментирует...

ასევე კარგია ერთი ცალი ლიმონი დაწურეთ ერთი სუფრის კოვზი თაფლთან აურიეთ 10 დღე ბნელ ადგილას გააჩერეთ და გაწმენდილ სახეზე წაისვით 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.ეს კარგია ცხიმიანი კანისთვის

Отправить комментарий