ქორწილი ქართული ტრადიციებით


ჩვეულებრივი შაბათი დღე იყო, თამილას მეგობარმა ქორეოგრაფიულ სასწავლებელში გაყოლა სთხოვა, რეპეტიციაზე. თამილა ქართული ფოლკლორის მოყვარულია, თან მეგობრის ცეკვაც არ ჰქონდა აქამდე ნანახი და სიამოვნებით დათანხმდა. რეპეტიციამ ჩვეულებრივად ჩაიარა, მოცეკვავეებს შორის თამილას სიმპათია განსაკუთერებით ერთმა დაიმსახურა. აღმოჩნდა, რომ უჩაც მოიხიბლა თამილათი და საერთო მეგობრის საშუალებით ერთმანეთი იმ დღესვე გაიცნეს.
ჯერ იყო სიმპათიები, მერე კი ეს ყველაფერი დიდ სიყვარულში გადაიზარდა. შეყვარებულობის პერიოდი ერთ წელს გაგრძელდა. შემდეგ მიხვდნენ, რომ მზად იყვნენ ცხოვრების ბოლომდე ერთად ყოფნისთვის და ნიშნობაც გაიმართა.
დანიშნულები რვა თვის განმავლობაში იყვნენ, თამილა სტუდენტი იყო და სწავლის დამთავრებას ელოდებოდა.
ქორწილი ტრადიციული იყო, აჭარის ანსამბლის მოცეკვავისთვის და ქართული ფოლკლორის ქომაგისთვის სხვაგვარი ქორწილი წარმოუდგენელიც კი იყო. ნეფე-პატარძალს და მეჯვარეებს ქართული ეროვნული სამოსი ეცვათ, რომელიც სპეციალურად შეაკერინეს. დარბაზში შესვლისას, ტრადიციისამებრ, წყვილმა ხანჯლების ქვეშ გაიარა, შემდეგ კი ორივემ დავლური იცეკვა, მათ სხვა მოცეკვავეებიც შეუერთდნენ. ბოლოს კი წყვილმა ქართული იცეკვა. მომღერლებმა შეასრულეს ასევე ქართული ტრადიციული სიმღერებიც.
ქორწილს შოუს სახე ჰქონდა, რაც უჩას მეგობარი მოცეკვავეების დამსახურება იყო.
საბოლოოდ, ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც წყვილი გეგმავდა _ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე თამილას და უჩას ცხოვრებაში საინტერესო და ძალიან ლამაზი გამოვიდა.
უჩა ჯანგველაძე და თამილა ტარიელაძე

2 коммент.:

Анонимный комментирует...

საყვარლებიი:*))

Анонимный комментирует...

genacvaleeet miyvarxaarttt♥

Отправить комментарий