იშვიათად მოიძებნება ადამიანი, ვისაც ვარდი და მისი სურნელი არ უყვარს. ამიტომ ბევრი ჩვენგანი უარს არ ამბობს ვარდების სახლში გაშენებაზე.
ვარდის გამრავლების მეთოდებსა და მის მოვლაზე დიასახლისი დარეჯან მალაყმაძე გვესაუბრება, რომლის ეზოში გარდა ვარდებისა, უამრავი ყვავილი ხარობს: “ვარდის გამრავლების სხვადასხვა გზა არსებობს, მაგრამ მე მას მარტივი გზით ვამრავლებ _ შემოდგომაზე, გასხლვის შემდეგ, ტოტს სველ მიწაში ვარჭობ, ერთი წლის შემდეგ, როცა უკვე ფესოებს გაიდგამს, სხვა ადგილას გადავრგავ. თუმცა არის ვარდის ჯიშები, რომლებიც ასე მარტივად არ ხარობს და გადაწვენით დარგვას საჭიროებს”.
როგორც ქალბატონი დარეჯანი ამბობს, გადარგვის შემდეგ ვარდი პირველივე გაზაფხულზე ყვავილობს.
რაც შეეხება ვარდის მოვლას, დარეჯან მალაყმაძე ამბობს, რომ ვარდს წყალი უყვარს, ამიტომ იგი ხშირად უნდა მოვრწყოთ. ვარდმა უფრო გრძელი და კარგი ყლორტები რომ გამოიღოს, სასურველია ადრეულ გაზაფხულსა და შემოდგომაზე “გავკრიჭოთ”.
ქალბატონი დარეჯანი ვარდს სხვადასხვა დანიშნულებით იყენებს. იგი ვარდისგან ამზადებს მურაბას, ჩაის, ლიქიორს _ “სხვათა შორის, საკმაოდ გემრიელი გამომდის. ისე კი, ლიქიორი ყველა ვარდის ფურცლებისგან არ მზადდება. მაგალითად, მაისის, ე.წ. `ბარხატოვანი” ვარდისგან, ის უფრო სურნელით და ფერით გამოირჩევა”.
ვარდის 400-მდე ველური სახეობაა ცნობილი, მათგან საქართველოში 25 სახეობა ხარობს. ვარდს არამარტო დეკორატიული დანიშნულება აქვს, იგი უძველესი დროიდანვე გამოიყენება კოსმეტოლოგიასა და მედიცინაში.
1 коммент.:
sheizleba axla gadavrgo bardebi
Отправить комментарий