ეს ყვავილი თავისი ვიზუალობით ხშირად ყურადღებას იქცევს და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს რთული მოსავლელია. მონსტერას მოვლის შესახებ რუსთაველის ქუჩაზე ახალგახსნილი ყვავილების მაღაზიის _ “ევროეზოს” თანამშრომელმა, ქალბატონმა თინათინ ხალვაშმა გვირჩია. როგორც მან გვითხრა, მონსტერას განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. მისი რამდენიმე სახეობა არსებობს და მათგან შედარებით პრეტენზიული ჭრელი მონსტერაა. მას გაცილებით მეტად უყვარს სინათლე, ვიდრე სხვა ყველა სახეობას, თუმცა, სასურველია შუადღის მზეზე არ გავაჩეროთ. სხვა სახეობებს კი შედარებით ნაკლები სინათლე და ზომიერი მორწყვა სჭირდებათ. ზამთარში მონსტერა იშვიათად უნდა მორწყოთ, მით უმეტეს, თუ ცივ ოთახში გაქვთ, რადგან მიწის დასველების შემდეგ ყვავილის ფესვების გაყინვის დიდი რისკი არსებობს. თუ მონსტერა ზამთარში თბილ ოთახში გაქვთ, იგი ხშირად უნდა მორწყოთ.
აუცილებელია მონსტერას ფორმირება ზრდასთან ერთად _ უნდა გაუკეთოთ საყრდენი ჯოხი, ფორმა რომ არ შეიცვალოს.
რაც შეეხება ყვავილის გამრავლებას, სასურველია იგი გაზაფხულზე გადარგოთ. ფრთხილად მოაჭერით ტოტი, რომელსაც ჰაეროვანი ფესვი ახლია და დარგეთ საშუალო ზომის ქოთანში, რომელშიც მოთავსებული იქნება დაახლოებით 5 სმ დრენაჟი, ხოლო შემდეგ შავი მიწა. გადარგვისას ჰაეროვანი ფესვი აუცილებლად მიწაში უნდა ჩარგოთ.
როგორც ყველა ყვავილს, მონსტერასაც სჭირდება სასუქი, რომელიც მხოლოდ სპეციალურ მაღაზიებში, მათ შორის “ევროეზოშიც” იყიდება. ქალბატონი თინათინი ამბობს, რომ ყველაზე კარგია “პოკონის” ფირმის სასუქი.
იმისათვის, რომ ყვავილმა ისუნთქოს, სასურველია ფოთლები ხშირად დავნამოთ და სველი ტილოთი გავწმინდოთ. მართალია, არსებობს სპეციალური საპრიალებელი საშუალებები, მაგრამ თინათინ ხალვაში მათ გამოყენებას არ გვირჩევს, რადგან, როგორც იგი ამბობს, ეს სითხე ყვავილს სუნთქვის საშუალებას არ აძლევს.
მონსტერა, როგორც ყვავილების უმრავლესობა, ვერ უძლებს ორპირ ქარს. ასევე, მისკენ მიმართულ ცივ ან თბილ ჰაერს, ამიტომ შეეცადეთ კონდიციონერის პირდაპირ არ დადგათ. კარგი მოვლის შემთხვევაში, მონსტერა საკმაოდ დიდხანს ცოცხლობს.
ამბობენ, მონსტერას გვერდით სხვა ყვავილი არ ხარობსო, თუმცა ქალბატონი თინათინი არ იზიარებს ამ შეხედულებას, მით უმეტეს, რომ მას ამ ყვავილის გვერდით სხვა უამრავი ყვავილი აქვს.
იმ შემთხვევაში, თუ მონსტერას გადარგვას ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ გადარგული და უკვე გაზრდილი შეიძინოთ. “ევროეზოში” მოზრდილო მონსტერას ფასი 100 ლარიდან იწყება.
6 коммент.:
გამარჯობათ me saxlshi myavs monstera da dzalin miyvars, madloba am informaciisatvis.
გამარჯობთ,ჩვენს მონსტერას ზრდის ადგილას ბოლოში წვერი აღარ გაიშალა და გახმა . რისი ბრალი შეიძლება იყოს და რა შეიძლება გავაკეთოთ აღნიშნულ შემთხვევაში
ჩვენი მონსტერა გადარგვის დროს ძირში გადაგვიტყდა და როგორ გადავარჩინოთ?!დაახლოვებით 2-3 კვირაა წყლიან ჭურჭელში ჩავაყოფინეთ გადატეხილი ძირიც და ჰაეროვანი ფესვებიც, მაგრამ ფესვები არ გამოაქვს..
chemi monstera simagleSi ise gaizarda rom cheramde mivida exla rogor moviqce
მონსტერა ამ გაზაფხულზე გადავრგი დიდი ქოთანში.ის ჯერ ერთი წლისაა.მოიწყინა და ფოთოლიც პატარა დამოიტანა,თუმცა წინა ფოთლები უფრო დიდი ჰქონდა.როგორ მოვიქცე, იცევ გადავრგო პატარა ქოთანში?
მონსტერა ამ გაზაფხულზე გადავრგი დიდი ქოთანში.ის ჯერ ერთი წლისაა.მოიწყინა და ფოთოლიც პატარა დამოიტანა,თუმცა წინა ფოთლები უფრო დიდი ჰქონდა.როგორ მოვიქცე, იცევ გადავრგო პატარა ქოთანში?
Отправить комментарий