მათი ხილვა სახლში მეტად არასასიამოვნოა. ტარაკნები სხვადასხვა დაავადების გადამტანებიც არიან. ისინი ტოვებენ ნერწყვს და ეკსკრემენტებს ჭურჭელზე, მაგიდასა და საჭმელზე, რაც იწვევს მოწამლვას, ასევე დიზენტერიას, დიარეას, განსაკუთრებით ბავშვებში. ისინი შეიძლება გახდნენ ბავშვების ასთმის მიზეზიც. ასე რომ, პასუხი კითხვაზე: როგორ გავანადგუროთ ტარაკნები? _ საკმაოდ მნიშვნელოვანია თითოეული ოჯახისთვის.
ტარაკნების გასანადგურებელი საშუალებები ბაზრობაზე არც ისე ბევრია. იყიდება სპეციალური აეროზოლი, რომელიც 2-3 ლარი ღირს. იგი უნდა შევასხუროთ ტარაკნების შესაძლო თავშეყრის ადგილებში. კარგი იქნება, აეროზოლების სახეობას ხშირად თუ შევცვლით, რადგან ტარაკნები შეიძლება შეეჩვიონ მას. ნუ მოძებნით ძვირადღირებულ აეროზოლს _ ყველა მათგანი ერთი ხარისხისაა. როგორც ბაზრობაზე მითხრეს, ეფექტურია ასევე სპეციალური ცარცი, რომლითაც კვირაში ერთხელ უნდა დავამუშაოთ საცხოვრებელი, ე.წ. “პლინტუსები” და ღრმულები. ერთი თვის შემდეგ ტარაკნები გაქრებიან. ცარცის ღირებულება 50 თეთრია.
ბაზრობაზე იყიდება სხვადასხვა სახის ფხვნილი, მათი ღირებულება ერთ ლარამდეა. ყველა ამ საშუალებების გამოყენების შემთხვევაში, სიფრთხილეა საჭირო, განსაკუთრებით ბავშვებთან.
საწამლავების გამოყენებას ბევრი უარყოფითი მხარე აქვს: ტარაკნები მხოლოდ გარკვეული დროით ქრებიან; ბინაში შეიძლება არასასიამოვნო სუნი დარჩეს. ასევე ქიმიური პრეპარატები ხშირად საშიშია ადამიანებისა და შინაური ცხოველების ჯანმრთელობისთვის.
საერთოდ, ტარაკნების განადგურება რთული საქმეა. ისინი ჭამენ ყველაფერს, ჩვეულებრივ გაზეთს და ბამბასაც კი. ასე რომ, მაგიდაზე ნამცეცების არარსებობა მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ მთელი თვის განმავლობაში იშიმშილონ.
სახლში ტარაკნების შემოსევის ნაკლები შანსია, თუ იდეალური წესრიგი გექნებათ, განსაკუთრებით სამზარეულოში, არ უნდა დავტოვოთ საკვები პროდუქტები ღიად.
სანამ ტარაკნებთან ბრძოლას დაიწყებდეთ, გაასუფთავეთ კარადები და გამოაშრეთ. “ბრძოლის პროცესში” სამზარეულოში ნუ დატოვებთ გაურეცხავ ჭურჭელს, ხშირად გაასუფთავეთ ნაგვის ურნა და ნიჟარა. ამ შემთხვევაში დადებითი შედეგი გარანტირებულია.
მათთვის, ვინც ერიდება ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას, ტარაკნებთან ბრძოლის ხალხური მეთოდები ინტერნეტში მოვიძიე. აღმოჩნდა, რომ ტარაკნებისთვის ყველაზე საშიში საწამლავი ბორის მჟავაა, _ იგი არ წარმოადგენს საშიშროებას ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის. ბორის მჟავა უნდა მოაყაროთ სველ წერტილებში (ნიჟარა, ტუალეტი და ა.შ.). ბორის მჟავას შეძენა აფთიაქში შეგიძლიათ, დაახლოებით 30-დან 100 გრამამდე დაგჭირდებათ, ტარაკნების რაოდენობისა და თქვენი მათდამი სიძულვილის მიხედვით. ტარაკნების განადგურების მეორე ხალხური მეთოდი მათ ცნობისმოყვარეობაზეა დამყარებული. აიღეთ უმი კვერცხის გული, მოაყარეთ ბორის მჟავას ფხვნილი (დაახლოებით 30-50 გრამი), კარგად აურიეთ. მასისგან გააკეთეთ დაახლოებით ერთი სანტიმეტრი დიამეტრის ბურთულები. გააშრეთ ერთი საათის განმავლობაში და დაალაგეთ ტარაკნებისთვის თვალსაჩინო ადგილას. ყურადღება მიაქციეთ სამზარეულოსა და სააბაზანოს. ბურთულები შეგიძლიათ დღისით აიღოთ და ღამით ისევ დაალაგოთ. შენიღბულ ბორის მჟავას ტარაკანა ვერ იცნობს და აუცილებლად გასინჯავს.
ტარაკნები თითქოს მშვიდად დაცოცავენ თქვენ სახლში და ბურთულებსაც ვერ ამჩნევენ, მაგრამ 3-4 კვირის შემდეგ ყოველდღე შენიშნავთ მკვდარ ტარაკნებს.
ერთ-ერთ საიტზე კი წავიკითხე, რომ ტარაკნებს ლუდი უყვართ. თუ ქილაში ჩაასხამთ ლუდს და ქილის შიდა კუთხეებს ვაზელინს წაუსვამთ, დილით ქილა სავსე იქნება დამხრჩვალი ტარაკნებით.
არ დაგავიწყდეთ, რომ ტარაკნების ნებისმიერი გზით დაწამლვისას მათ არ უნდა მისცეთ წყალთან მისვლის საშუალება, რადგან ამ შემთხვევაში დიდია მათი გადარჩენის შანსი. ნიჟარა და სააბაზანოს ყველა კუთხე გაასუფთავეთ და გაამშრალეთ, ასევე სპეციალისტები არ გვირჩევენ ამ დროს მცენარეების მორწყვას.
და ბოლოს, ტარაკნების 100%-ით განადგურების შესაძლებლობა თითქმის არ არსებობს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დაწამლის შემდეგ ტარაკნების 5%-იც რომ გადარჩეს, 4 თვის შემდეგ მათი რიცხვი 1,2-ჯერ მეტი იქნება, ვიდრე განადგურებამდე.
5 коммент.:
აუ რაც მეზიზღება ყველაზე მეტად, იქ გავიჩითე მაინცდამაინც :D:D:D
კარგად ხარ ფოტოზე, რას ერჩი ;-)
გამომივიდა ნეტა შეშინებული გოგოს სახე???????:D:D:D
სხვადასხვა ხერხების გამოყენების შემდეგ „აღმოვაჩინეთ“ ტარაკნების მოსპობის ძალზე ეფექტური საშუალება, სახელწოდებით „ლეგიონი“, რომელიც იყიდება ვეტაფთიაქებში, თანაც არც ისე ძვირად, სულ რაღაც სამ ლარად.
მოხმარების ინსრუქცია თან ახლავს. სარგებლობიდან თითქმის 6 თვის თავზე ერთი ტარაკანაც არ შეინიშნება. მანამდე კი მთელი „არმია“ ბუდობდა.
გისურვებთ წარმატებებს!
მადლობა, სასარგებლო კომენტარისთვის :)
Отправить комментарий