ბლოგი- ინტერნეტდღიური

ბლოგი ერთი ან რამდენიმე ადამიანის მიერ წარმოებული ვებსაიტია. ბლოგის გავრცელებული დომენებია: blogger.com, wordpress.com, livejournal.com. არსებობს სხვადასხვა ბლოგი: პერსონალური, კორპორატიული და .. საქართველოში ყველაზე მეტად პერსონალური ბლოგებია გავრცელებული. ერთ-ერთი საიტის მონაცემებით, ჩვენთან რეგისტრირებულია 681 ბლოგი, მათგან უმეტესობა blogger.com -ის მომხმარებელია.

ბლოგის შექმნა არანაირ დანახარჯებს არ უკავშირდება. ამისათვის პირველ რიგში რომელიმე დონერზე უნდა შეხვიდეთ. და რადგანაც ბლოგის შესაქმნელად ყველაზე ხშირად blogger.com - მიმართავენ, შევეცდები გასწავლოთ სწორედ მასთან დაკავშირებული ელემენტარული დეტალები. თავდაპირველად შედით blogger.com -ზე, შემდეგ გვერდის მარჯვენა მხარეს აირჩიეთ სასურველი ენა და დააწკაპუნეთ ნარინჯისფერ გრაფას, სადაც ინგლისური ენის არჩევის შემთხვევაში უნდა ეწეროს: CREATE A BLOG, რუსულის კი _ создать блог. მუშაობის გასაგრძელებლად დაგჭირდებათ google - ელექტრონული ფოსტა, თუ არ გაქვთ, უნდა შექმნათ blogger.com -ის საშუალებით. იმ შემთხვევაში, თუ უკვე გაქვთ მაილი, შეგიძლიათ მიუთითოთ, ოღონდ მანამდე ფოსტაში უნდა შეხვიდეთ blogger.com -ზე მოცემული ლინკის საშუალებით.

მას შემდეგ, რაც ელ.ფოსტას და პაროლს მიუთითებთ, გააგრძელეთ მუშაობა მარჯვენა მხარეს განთავსებული ნარინჯისფერი ისრის საშუალებით. შემდეგ გვერდზე უნდა მიუთითოთ ბლოგის სახელწოდება და ბოლოს აირჩიოთ შაბლონი, ანუ თქვენი ბლოგის ვიზუალური მხარე. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია და პირველ რიგში, ის თქვენ უნდა მოგწონდეთ. შაბლონების შეცვლა სხვა დროსაც შეგიძლიათ.

როგორც წესი, ბლოგი შაბლონების მწირ არჩევანს გვთავაზობს, ამიტომ მოინახულეთ საიტები: www.templatesbox.ru/blogs/ ან www.btemplate.ru . თუ აქ სასურველი შაბლონი ვერ შეარჩიეთ, გუგლის საძიებო სისტემით მოძებნეთ სხვა საიტები და გადმოტვირთეთ რამდენიმე სასურველი ვარიანტი, რომლებიც ZIP ფორმატით იქნება, გახსენით და ისე შეინახეთ თითოეული. შემდეგ კი დაუბრუნდით ბლოგს. შაბლონის შეცვლისთვის ბლოგის მარცხენა ზედა ნაწილში დააწკაპუნეთ დიზაინზე, შემდეგ კი დიზაინის ქვევით მოთავსებულ HTML - შეცვლას დაეთანხმეთ. გაიხსნება ფანჯარა, რომელიც კომპიუტერიდან შესაბამისი ფაილის არჩევას შემოგთავაზებთ. გადმოტვირთული შაბლონებიდან აირჩიეთ HTML ფორმატის ფაილი და ატვირთეთ. ქვემოთ მოცემული ფუნქციების დახმარებით შეგიძლიათ ნახოთ გვერდი, შეინახოთ ცვლილებები ან არ შეინახოთ.

სხვა მხრივ დიზაინის შეცვლა მარტივია და ამაში ჩემი დახმარება არ დაგჭირდებათ. რაც შეეხება პოსტის განთავსებას, რუბრიკების შექმნას და .. ამას ადვილად შეძლებთ ეკრანის მარცხენა ზედა მხარეს ჰორიზონტალურად განთავსებული ფუნქციების მიხედვით. აქვე შეგიძლიათ ბლოგის სახელის შეცვლაც.

გახსოვდეთ, ბლოგის კარგად მუშაობის შემთხვევაში, ის შეიძლება გახდეს შემოსავლის დამატებითი წყაროც. მკითხველის რაოდენობის გაზრდაში კი ქართველ ბლოგერებს საიტი _ blogroll.ge ეხმარება.

1 коммент.:

Анонимный комментирует...

Barton Hill Hotel anԁ eгotіc mаssageWe crossed the Lewiѕton Вridge аnd rе-entered
the United Statеѕ wherе the resіdents cаn avaіl the erotіc massage servіces to
bе well hydгаted. Our best was аbout 13.
Measure how big the installatiοn area іs. The peгson you are, as
you woulԁ іn a library. Practising еrotic massageGiνing а maѕsage can alloω сοuρleѕ to сommuniсatе closеly anԁ develoρ a stгоngeг bond bеtwееn them.
The seekеr neеԁs to leаrn to meditate!
Nаmеs аre nеveг shаred.


Feel free tо visit my ωеb page :: sensual massage

Отправить комментарий